"ანჩო და­ნიშ­ნეს" - ზურაბ ჟვანიას ქალიშვილი დაინიშნა - Marao

"ანჩო და­ნიშ­ნეს" - ზურაბ ჟვანიას ქალიშვილი დაინიშნა

2026-06-15 13:19:39+04:00

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ქალიშვილი, ანჩო ჟვანია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა დედამ, ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ გაავრცელა.

ნინო ქადაგიძემ სოციალურ ქსელში მოკლე პოსტი გამოაქვეყნა - "ანჩო და­ნიშ­ნეს".

ancho-jvania

  • "ამას ვერანაირი წლები თუ გამოძიება ვერ გაანელებს" - რას წერს ლიკა კვარაცხელია ნიკო კვარაცხელიაზე 

ზურაბ ჟვანიას შვილები

ზურაბ ჟვანიასა და მის მეუღლეს, ფსიქოლოგ ნინო ჟვანიას, სამი შვილი: ლიზა, ბუსა და ანჩო შეეძინათ. როგორც ცნობილია, ლიზა და ანჩო სკოლის დამთავრების შემდეგ საზღვარგარეთ გაემგზავრნენ და განათლების მიღება იქ გააგრძელეს: 

" მინდა ჩემს ქვეყანაში ჩემმა შვილებმა მშვიდობიანად იცხოვრონ, საქართველოში ჩამოვიდნენ სწავლის დასრულების შემდგომ; მინდა ისეთი ქვეყანა გვქონდეს, სადაც ახალგაზრდები თავიანთი პოტენციალის რეალიზებას შეძლებენ და ააშენებენ თავიანთ ქვეყანას, არ მოუწევთ სადღაც ცხოვრება. სადაც უნდა იყო, რაც უნდა კარგად იყო, მაინც სხვაგან ხარ. იმედი არ უნდა დავკარგოთ. ერთ-ერთი ინტერვიუ ზურამ ასე დაამთავრა, მე ოპტიმისტი ვარ და ჯერჯერობით მიმართლებსო. იქნებ ჩვენც გაგვიმართლოს" - ამბობდა ნინო

  • "ერთხელ რაღაცაზე დამიყვირა და ავტირდი, 15 წუთში დარეკა და მითხრა... ნინოსთან პირველივე შეხვედრისას მამამისმა თქვა, სწორედ ასეთი ცოლი უნდა ზურასო" - ზურაბ ჟვანია 60: უცნობი ამბები და მოგონებები 

ბუსა ჟვანიას, როგორც ცნობილია ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრისთვის 3-წლიანი მსჯავრი 2021 წლის 5 თებერვალს შეეფარდა. ჟვანიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, მისჯილი 3 წლიდან ის საპატიმროში 1,5 წელს გაატარებდა, დარჩენილ 1,5 წელს კი პირობითი მსჯავრით.

ამასთან, საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდების დადგენილება სამი პირის - გურამ კაკულიას, დავით კაკულიასა და მათ შორის ბუსა ჟვანიას მიმართ გამოიტანა.