ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ The Guardian მსოფლიოს 150-ზე მეტ წამყვან ავტორთან, ლიტერატურულ კრიტიკოსსა და აკადემიკოსთან კონსულტაციის საფუძველზე, ყველა დროის 100 საუკეთესო რომანის სია გამოაქვეყნა. ეს სია ლიტერატურული სამყაროსთვის ერთგვარი ორიენტირია, რომელიც მოიცავს კლასიკად ქცეულ შედევრებს, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიო კულტურაზე.
სასიხარულოა, რომ ამ გლობალური ლიტერატურული საგანძურის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველი მკითხველისთვის ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი.
50 წიგნი The Guardian-ის სიიდან, რომლებიც "ბიბლუსში" დაგხვდებათ:

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" ზრუნავს, რომ მსოფლიო ლიტერატურის შედევრები საქართველოშიც იყოს ხელმისაწვდომი.
გთავაზობთ "გარდიანის" 100-ეულში შესულ იმ 50 წიგნს, რომელთა პოვნასაც "ბიბლუსის" წიგნის თაროებზე შეძლებთ ქართულ ან ინგლისურ ენებზე:
- ჯეინ ოსტინი - „სიამაყე და ცრურწმენა“
- გუსტავ ფლობერი - „გრძნობათა აღზრდა“
- ვირჯინია ვულფი - „ჯეიკობის ოთახი“
- ჰან კანგი - „ვეგეტარიანელი“
- პატრიშია ჰაისმითი - „ნიჭიერი მისტერ რიპლი“
- თომას მანი - „ბუდენბროკები“
- ბრემ სტოკერი - „დრაკულა“
- ვინფრიდ გეორგ ზებალდი - „აუსტერლიცი“
- მიხაილ ბულგაკოვი - „ოსტატი და მარგარიტა“
- ფრანც კაფკა - „გარდასახვა“
- უილიამ თეკერეი -„ამაოების ბაზარი“
- ელის უოკერი - „იისფერი“
- დორის ლესინგი - „ოქროს რვეული“
- ჯეიმზ ბოლსუინი - „ჯოვანის ოთახი“
- თომას მანი - „ჯადოსნური მთა“
- ზორა ნილ ჰერსტონი - „მათი თვალები ღმერთს შეჰყურებდნენ“
- ჩარლზ დიკენსი - „დევიდ კოპერფილდი“
- ჰერბერტ უელსი - „უჩინარი კაცი“
- მარგარეტ ეტვუდი - „მხევლის წიგნი“
- ჩარლზ დიკენსი - „დიდი იმედები“
- არუნდატი როი - „წვრილმანების ღმერთი“
- მერი შელი - „ფრანკენშტაინი“
- ფიოდორ დოსტოევსკი - „ძმები კარამაზოვები“
- ფრანც კაფკა - „პროცესი“
- მიგელ დე სერვანტესი - „დონ კიხოტი“
- ვლადიმერ ნაბოკოვი - „ლოლიტა“
- ემილი ბრონტე - „ქარიშხლიანი უღელტეხილი“
- გაბრიელ გარსია მარკესი - „მარტოობის ასი წელიწადი“
- ჯორჯ ორუელი - „ცხოველების ფერმა“
- ჯორჯ ორუელი - „1984“
- ჰერმან მელვილი - „მობი დიკი“
- ვირჯინია ვულფი - „მისის დოლოვეი“
- ჯეინ ოსტინი - „ემა“
- ჩარლზ დიკენსი - Bleak House
- ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - „დიდი გეტსბი“
- გუსტავ ფლობერი - „მადამ ბოვარი“
- შარლოტ ბრონტე - „ჯეინ ეარი“
- ლევ ტოლსტოი - „ანა კარენინა“
- ჯეიმზ ჯოისი - „ულისე“
- ფიოდორ დოსტოევსკი - „დანაშაული და სასჯელი“
- ალბერ კამიუ - „უცხო“
- ვირჯინია ვულფი - „გზა შუქურისკენ“
- ფრანც კაფკა - „მეტამორფოზა“
- ჰენრი ჯეიმზი - „The Turn of the Screw & The Aspern Papers “
- თომას ჰარდი - „Jude the Obscure“
- ოსკარ უაილდი - „დორიან გრეის პორტრეტი“
- თომას მანი - „ჯადოსნური მთა“
- ენტონი ბერჯისი - „მექანიკური ფორთოხალი“
- მარკ ტვენი - „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“
- ჰარპერ ლი - „ნუ მოკლავ ჯაფარას“
ამ უკვდავი ნაწარმოებების შეძენა შეგიძლიათ როგორც "ბიბლუსის" ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე ონლაინ, ოფიციალურ ვებგვერდზე: www.biblusi.ge.
გაამდიდრეთ თქვენი პირადი ბიბლიოთეკა მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებით!
R