დაბადების დღიდან რამდენიმე საათში: სერიალ „შერბეთის“ მსახიობი ეჯე ირთემი მოულოდნელად გარდაიცვალა - Marao

დაბადების დღიდან რამდენიმე საათში: სერიალ „შერბეთის“ მსახიობი ეჯე ირთემი მოულოდნელად გარდაიცვალა

2026-06-16 11:35:23+04:00

35 წლის თურქი მსახიობი ეჯე ირთემი, რომელიც სერიალ  "შერბეთიში", იშილის როლს ასრულებდა, 2026 წლის 15 ივნისს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მსახიობი გარდაცვალების წინა დღეს იუბილარი იყო. 

Ece İrtem

თურქული მედიის ინფორმაციით, მსახიობი საკუთარ სახლში შეუძლოდ გახდა. გავრცელებული ცნობებით, შემთხვევის დროს მასთან დედაც იმყოფებოდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მალევე მივიდა და ექიმებმა მისი გადარჩენა სცადეს, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება, თუმცა ოფიციალური დასკვნა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ეჯე ირთემი თურქული შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა მსახიობი იყო. კარიერის განმავლობაში მან არაერთ სატელევიზიო პროექტში მიიღო მონაწილეობა, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა სწორედ სერიალმა "შერბეთმა" მოუტანა.

Ece İrtem

ეჯე ირთემი

ეჯე ირთემი 1991 წლის 14 ივნისს თურქეთის ქალაქ სივასში დაიბადა. ბავშვობიდან ინტერესდებოდა როგორც ხელოვნებით, ასევე სპორტით. სკოლის წლებში  მისდევდა მძლეოსნობას და მონაწილეობდა სასკოლო თეატრალურ წარმოდგენებში.

მან დაამთავრა Yaşar University-ის მუსიკის ფაკულტეტის საოპერო ვოკალის  მიმართულება. სტუდენტობის პერიოდში თანამშრომლობდა ცნობილ ოპერის შემსრულებლებთან და მუსიკოსებთან, რის შემდეგაც მსახიობობის პროფესიული განათლება მიიღო Sadri Alışık Cultural Center-ში. 

ტელევიზიაში მისი დებიუტი 2014 წელს სერიალით "გაქცეული პატარძლები" შედგა. მოგვიანებით არაერთ პოპულარულ თურქულ პროექტში გამოჩნდა, მათ შორის - "ღირსების საქმე", "ნამსხვრევები", "პატიმარი", "ოჯახი" და სხვა. 

Ece İrtem