ცნობილი ქართველი ტელესახე და მრავალი სატელევიზიო პროექტის წამყვანი, ნანიკო ხაზარაძე, გადაცემა "სარკასტიკას" სტუმრობდა. ტელეწამყვანმა გულახდილად ისაუბრა იმ ხმებსა და ჭორებზე, რომლებიც ტელეკომპანია "იმედიდან" მის წამოსვლას უკავშირდებოდა. მან საზოგადოებას გაუზიარა რეალური მიზეზები.
"ორნელა მუტი 71 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურებოდა. თავიდან მან საერთოდ არ აღმიქვა წამყვანად, ალბათ, ჩემი ჩაცმის სტილის გამო, რადგან სულ კედები და ჯინსი მაცვია. იმ დღესაც ეთერში ისე ვიყავი, როგორც სახლში დავდივარ. ამ დროს ჩემი თანაწამყვანებიდან ჯაჯო მადონასავით იყო გამოწყობილი, სალომე შარვაძე კი "პრადას" ფეხსაცმელებითა და "ლუი ვიტონის" ჩანთით. ჰოდა, ორნელამაც იფიქრა, წამყვანები ესენი არიანო და მე საერთოდ არ მომაქცია ყურადღება.
იმ ფაქტის შემდეგ კი არაფერი მომხდარა, მშვიდად დავიშალეთ და სახლებში წავედით. მართლა არსად ავსულვართ ერთად, არავის მოუცია ჩემთვის შენიშვნა და არავის განვუკიცხივარ. არც ჯაჯოს და არც ორნელას არანაირი კავშირი არ აქვთ ჩემი და "იმედის“ ხელშეკრულების გაწყვეტასთან. 36 წელი ვმუშაობდი ტელევიზიაში და დავიღალე. ეს გადაწყვეტილება მანამდეც მიღებული მქონდა და ორნელას ამბის შემდეგ კიდევ ერთი თვე ვიჯექი ეთერში. „რადიო იმედიდან“ სამი წელია, რაც წამოვედი. ჩემს ნაცვლად ახლა ეთერში ნანუკა გულუა ზის.
ჯერ კიდევ ვერ დავისვენე, თუმცა ამის შემდეგ ძალიან ბევრი გეგმა მაქვს," - ამბობს ნანიკო.

გადაცემაში ნანიკო ხაზარაძემ საკუთარ ფინანსურ მდგომარეობასა და უძრავ ქონებაზეც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ ტელევიზიაში მაღალი ანაზღაურება ჰქონდა, თუმცა ყველაფერს საკუთარი შრომითა და დიდი გაჭირვების ფასად მიაღწია.
"როგორც კი პრობლემა შემექმნება, წავალ პანსიონატში, რომ ჩემს შვილს არ დავაწვე ტვირთად. რაც შეეხება სახლს, მაქვს რამდენიმე სახლი. გაბაშვილის ქუჩაზე მაქვს ერთი ბინა, ბაგებში მაქვს მეორე ბინა, რომელიც ჩემი ყოფილი ქმრის იყო, გაუჭირდა და გამოვისყიდე მე. გარიყულაზე მაქვს სახლი, გუდაურში მაქვს ორი აგარაკი და ბათუმში აქვს კიდევ ჩემს შვილს. ხელფასს რაც შეეხება, ძალიან ბევრი მქონდა. თქვენ ხომ არ გგონიათ რომ სულ სახლები მქონდა?! პირველ ქმარს რომ დავშორდი, ნაქირავებში ვცხოვრობდი. დედაჩემმა ბავშვი წაიყვანა და ძალიან გაჭირვებით ვცხოვრობდი, დიდი შრომის შედეგად მაქვს, რაც მაქვს”, – ამბობს ტელეწამყვანი.
ნანიკო ხაზარაძე ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი და სტაჟიანი სახეა, რომელიც ეკრანზე წლებია აქტიურად ჩანს და მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ ფიგურას წარმოადგენს.
ნანიკო ხაზარაძის ძირითადი პროფილი Talk-Show და გასართობი ფორმატია. მისი კარიერის უდიდესი ნაწილი უკავშირდება დღის გასართობ-შემეცნებით გადაცემებსა და თოქ-შოუებს. ის ყოველთვის გამოირჩევა თავისი თავისუფალი, უშუალო და ემოციური წაყვანის სტილით.
წამყვანის ამპლუის გარდა, ნანიკოს აქვს სხვადასხვა რეიტინგული სატელევიზიო შოუსა და მეგა-პროექტის ჟიურიში მუშაობის გამოცდილება, სადაც ის კონკურსანტებს თავისი პროფესიული თუ მსახიობური ხედვით აფასებდა.
ტელევიზიის მიღმა, მისი კარიერა ასევე მოიცავს მუშაობას რადიოეთერში, როგორც რადიოწამყვანის, და სამსახიობო გამოცდილებას ქართულ კინოპროექტებში.
2007-2008 წლებში მიჰყავდა გადაცემა „ნანიკოს შოუ“. გადაღებულია 5 ფილმში.

ნანიკო ხაზარაძე პირველად ლევან ნუცუბიძეზე იყო დაქორწინებული. წყვილს ერთი შვილი, ლილუ ნუცუბიძე შეეძინა, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა.
განქორწინების შემდეგ ნანიკო პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარს ერიდებოდა. ამიტომ ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც 5-წლიანი ურთიერთობის შემდგომ საზოგადოებას თავისი რჩეული, ფსიქოლოგი ლევან მათითაშვილი წარუდგინა, როგორც მეუღლე. დიდხნიანი დუმილის შემდეგ „იმედის დილის“ სიუჟეტში ერთმანეთის გაცნობის ისტორიასაც მოჰყვნენ - ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მის ცხოვრებას მუდამ თვალს ადევნებდა. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო. ტელეწამყვანის ყურადღება კი ეთერში მისი ძმის, ცნობილი პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის სტუმრობის შემდეგ დაიმსახურა.