„ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება პრინციპულად არ მინდა" - ნინო მუმლაძე წონის კლების გამოცდილებაზე - Marao

„ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება პრინციპულად არ მინდა" - ნინო მუმლაძე წონის კლების გამოცდილებაზე

2026-06-17 13:20:56+04:00

მედიასა და საზოგადოებაში ხშირად იქმნება ილუზია, რომ წონის კლება მარტივი, სწორხაზოვანი პროცესია, რომელიც მხოლოდ "სწორ კვებასა" და "ვარჯიშზე" გადის. თუმცა, მათთვის, ვინც წლებია ჭარბ წონას ებრძვის, ეს გზა ნამდვილ ემოციურ და ფიზიკურ ლაბირინთს ჰგავს. სწორედ ამ რთული, თუმცა შთამაგონებელი ბრძოლის ეპიცენტრშია მსახიობი ნინო მუმლაძე.

  • "დავიწყე წონასთან დაუნდობელი ბრძოლა..." - ნინო მუმლაძე მშობიარობისა და ზედმეტ წონასთან ბრძოლის შესახებ

„თეატრალურ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, საკმაოდ გამხდარი ვიყავი. მეუბნებოდნენ, რომ უნდა ვყოფილიყავი ლირიკული არტისტი. თეატრალურში რომ ვსწავლობდი, ვაკეთებდი არანორმალურ დიეტებს, ვშიმშილობდი. სად იყო 2000 წელს იმის ფუფუნება, რომ ენდოკრინოლოგთან წავსულიყავი. აბსოლუტურად დავირღვიე ნივთიერებათა ცვლა. ყოველ ჯერზე მეტს ვიმატებდი“, - ამბობდა ნინო მუმლაძე 2022 წელს ინტერვიუში.

  • „ვიყავი 94 კილოგრამი, კოსტიუმებში ვეღარ ვეტეოდი, სარკეში ვეღარ ვიხედებოდი…“ - როგორ დაიკლო ნინო მუმლაძემ 12 კილოგრამი

ნინო მუმლაძის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო შვილის გაჩენა, რის შემდეგაც მის ცხოვრებაში წონის პრობლემა კვლავ აქტუალური გახდა: „მშობიარობის შემდეგ ვერა და ვერ დავიკელი. გადავწყვიტე, ისევ მივმართო ჩემს ენდოკრინოლოგს და დავიწყეთ წონასთან დაუნდობელი ბრძოლა. ორსულობის შემდეგ ქალები ან სუქდებიან, ან ხდებიან, მე კი ისეთი არ აღმოვჩნდი, რომ გავმხდარიყავი. პირიქით, მიხარია, ვჭამ, განვიცდი – ვჭამ, ამიტომაც არ მიკვირს, რომ დედობის პირველმა წელმა გამასუქა“, - ამბობდა მსახიობი.

NINO-MUMLADZE

ცოტა ხნის წინ ნინო მუმლაძემ  ჟურნალ „სარკესთან“ კიდევ ერთხელ ისაუბრა წონის კლებისა და საკუთარი გამოცდილების შესახებ.

ნინო მუმლაძე წონის კლების შესახებ

„ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება პრინციპულად არ მინდა, რადგან ძალიან ბევრი გართულება მოჰყვება. ბევრი გვერდითი მოვლენა ახლავს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ორგანიზმი იმდენად იფიტება, რომ დამოკიდებული ხდება აბებსა და გადასხმებზე. აქტიურ რეჟიმში ვცხოვრობ. ჩემთვის ენერგია მნიშვნელოვანია, ამიტომ მივედი ჩემს ენდოკრინოლოგთან, რომელიც არაჩვეულებრივი ექიმია და რეჟიმით 6 კილო დავიკელი.

ექიმს არანაირი განსაკუთრებული დიეტა არ დაუნიშნავს, უბრალოდ, კვება იყო ჩემზე მორგებული. შეიძლება, იმდენი ვერ დავიკლო, რასაც ოპერაციის შედეგად დავიკლებდი, მაგრამ მირჩევნია, თავს ჯანსაღად ვგრძნობდე, ვიდრე ქირურგიული ოპერაციები ჩავიტარო“.