ცნობილი ქართველი მოცეკვავე, სალომე ჭაჭუა, სულ ცოტა ხნის წინ დედა გახდა, მას ვაჟი, სანდრო შეეძინა. სალომემ სწრაფად შეძლო ძველი ფორმის დაბრუნება და სოციალურ ქსელში აქტიურად აგრძელებს კადრების გაზიარებას. მოცეკვავე ფანტასტიკურად გამოიყურება და ამას გამომწერებიც აღნიშნავენ.
"რა ლამაზი ხარ","ახალგაზრდა დედიკო", "საოცრად გამოიყურები", - ვკითხულობთ კომენტარებში.


სალომე ჭაჭუა - განვლილი გზა და კარიერა
სალომე ჭაჭუა 1990 წლის 23 ივნისს დაიბადა. იგი სამეჯლისო და ლათინური ცეკვების მოცეკვავე და ქორეოგრაფია. საზოგადოებამ გაიცნო და განსაკუთრებით შეიყვარა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან". ცეკვა საკმაოდ გვიან, 13 წლის ასაკში დაიწყო.
"ცეკვა საკმაოდ გვიან დავიწყე, 13 წლის ვიყავი. უმჯობესია, თუ ცეკვას 7 წლიდან დაიწყებენ, რადგან ბავშვი ამ დროს უკვე ჩამოყალიბებულია, უფრო კარგად აზროვნებს" - ამბობდა სალომე.
სალომე ლათინურ ცეკვებში საქართველოს შვიდგზის ჩემპიონია. 2004 წლიდან 2006 წლამდე ჭაჭუა წარმოადგენდა საქართველოს მსოფლიოს რამდენიმე ახალგაზრდულ ცეკვის კონკურსში. მან დაიკავა 57-ე ადგილი WDC Professional Latin-ში და 73-ე ადგილი WDSF RLS Latin-ში.

2016 წელს სალომე ჭაჭუა იყო პროექტ So You Think You Can Dance-ის ჟიურის წევრი. 2012-დან 2018 წლამდე ჭაჭუა პროფესიონალი მოცეკვავის ამპლუაში გამოჩნდა Dancing with the Stars-ის ქართული ვერსიის შვიდ სეზონში. ის პარტნიორებთან ერთად სამჯერ გავიდა ფინალში. 2021 წლის 22 დეკემბერს სალომე შეუერთდა "ცეკვავენ ვარსკვლავების" ირლანდიური ვერსიის მეხუთე სეზონს. მისი პარტნიორი იყო მორაგბე ჯორდან კონროი. ჭაჭუამ და კონროიმ ფინალში გასვლა შეძლეს და პროექტი მეორე ადგილით დაასრულეს ნინა კარბერისა და პასკუალ ლა როკას შემდეგ, ელენ კინის და სტივენ ვინსენტთან და ერიკა-კოდისთან და დენის სამსონთან ერთად.
სალომე ჭაჭუა დაქორწინებული იყო ცნობილ ქართველ მსახიობსა და ტელესახეზე, გიორგი ვარდოსანიძეზე. სალომესა და გიორგის ერთმანეთი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობისას შეუყვარდათ, მალევე კი იქორწინეს, თუმცა მათი ურთიერთობა დასრულდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ვაჟის დედა გახდა. პატარას სანდრო დაარქვეს.
"ჩემი სანდრო. მადლობა, უფალო, ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის", - წერდა სალომე.