"დები ღლონტების" ცეკვა, რომელმაც ათი ათასობით ნახვა დააგროვა: თამარისა და ქეთევანის მეგობრობა, რომელიც 20 წელია, გრძელდება - Marao

"დები ღლონტების" ცეკვა, რომელმაც ათი ათასობით ნახვა დააგროვა: თამარისა და ქეთევანის მეგობრობა, რომელიც 20 წელია, გრძელდება

2026-06-18 14:20:24+04:00

სერიალი „შუა ქალაქში“ ქართული სატელევიზიო სივრცის ნამდვილი ფენომენია. ეს არის პროექტი, რომელიც თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად. წლებისა და თაობების ცვლის მიუხედავად, მას დღემდე უამრავი მაყურებელი ჰყავს - ძველი ეპიზოდების ყურება ბევრისთვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. სერიალის თითოეულმა პერსონაჟმა მოახერხა მაყურებელთა გულების მოგება, ისინი მაყურებელთა ოჯახის წევრებიც კი გახდნენ.

სერიალი წარმოუდგენელია დები ღლონტების გარეშე. ქეთევან და თამარ ღლონტების პერსონაჟებმა სერიალში განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს. თამუნა ნიკოლაძის და თათული ედიშერაშვილის შესრულება დღემდე ახსოვს მაყურებელს. ბევრს წლების განმავლობაში ისინი ეკრანს მიღმაც ნამდვილი დები ეგონა. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში თამუნა და თათული საუკეთესო მეგობრები არიან.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მეგობრების ერთობლივი ცეკვის კადრები გავრცელდა. თამუნასა და თათულის პოზიტიურმა ვიდეომ უამრავი მოწონება დაიმსახურა და მოგონებები გააღვიძა.

glontebi

თამუნა ნიკოლაძე

თამუნა ნიკოლაძე „თავისუფალი თეატრის“ მსახიობია. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტისა დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი 1999 წელს. ფართო მაყურებლისათვის ცნობილია პოპულარული ტელესერიალით „შუა ქალაქში“. მისი როლები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან - მსახიობს შეუძლია როგორც კომედიური, ასევე ტრაგიკული როლების მორგება. 

"მგონია, რომ ჩემს პირად ცხოვრებას ბევრი რამ დავაკელი. პატარა გოგო აღარ ვარ, პირადი ცხოვრება არ მაქვს, ოღონდ ვერ ვიტყვი, რომ მცდელობები არ მქონდა ან არ მინდოდა. იყო სურვილები, რომელთა გამოც ბევრი ვიბრძოლე. ყველაფერი ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა...

მგონია, რომ ქალმაც და კაცმაც დრო უნდა გადაანაწილონ და კარიერასაც და პირადსაც თანაბრად უნდა დაუთმონ დრო. რთულია, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო, ეს შესაძლებელია".

tamuna-nikoladze

თათული ედიშერაშვილი

მსახიობი თათული ედიშერაშვილი წლების განმავლობაში ტელეეკრანის საშუალებით ყველა ოჯახის სტუმარია და შესაბამისად, ბევრი მაყურებლის საყვარელი მსახიობი გახდა. მის მიერ განსახიერებული თამარ ღლონტი წლების განმავლობაში ქართველი მაყურებლის კარგ განწყობაზე ზრუნავდა.

"მგონია, რომ მაყურებელი არასდროს დაიღლება "შუა ქალაქში"-ს ყურებით. დღემდე, პატარა თაობაც თამარს მეძახის. კარგი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და სულ ვამბობ, რომ ეს იღბალია. ჩემ ადგილას ნებისმიერი სხვა შეიძლება ყოფილიყო. რა თქმა უნდა, მხოლოდ იღბალი არ არის, ბევრიც ვიშრომეთ და მაყურებელმაც შეგვიყვარა. აღმოჩნდა, რომ ბევრი "ღლონტი" ცხოვრობს ჩვენ გარშემო, ბევრი ასეთი ქალია, რაღაცნაირები, საყვარლები, ცნობისმოყვარეები... თამართან საერთო, ალბათ, ემოციურობა და კატეგორიულობა მაქვს", - ამბობდა მსახიობი.

tatuli-edisherashvili