"კარგი გოგო" და "ცუდი გოგო" - ეს მხოლოდ ვიღაცის მიერ დარქმეული იარლიყებია" - "მის საქართველო" თამთა შედანია გამომწერებს პასუხობს - Marao

"კარგი გოგო" და "ცუდი გოგო" - ეს მხოლოდ ვიღაცის მიერ დარქმეული იარლიყებია" - "მის საქართველო" თამთა შედანია გამომწერებს პასუხობს

2026-06-19 10:07:00+04:00

ცნობილი ქართველი მოდელი თამთა შედანია სოციალურ ქსელში აქტიურობითა და გამომწერებთან მუდმივი ინტერაქციით გამოირჩევა. ამჯერად, მან საკუთარ გვერდზე საკმაოდ აქტუალური და სენსიტიური თემა წამოსწია. მოდელმა გამომწერებს კითხვით მიმართა, რათა გაეგო მათი აზრი იმ გოგოების ქცევის შესახებ, რომლებიც ურთიერთობაში ყოფნის მიუხედავად, სოციალურ ქსელში აქცენტს გამომწვევ კონტენტზე აკეთებენ.

- სულ მაინტერესებდა, იმ გოგოების თავში რა ხდება, ვინც ურთიერთობაშია, ჰყავს პარტნიორი, მაგრამ სოციალურ ქსელებში მაინც სხვებს ეპრანჭება. ალბათ იტყვიან: "ეს საკუთარი თავისთვისააო“, მაგრამ სანამ სიტყვა "თავისუფლებას“ გამოიყენებთ, კარგად დაფიქრდით, რას ნიშნავს ის სინამდვილეში. ბოლო დროს მასიურად მხვდება მსგავსი პოსტები და უბრალოდ მაინტერესებს, ამ ყველაფრის უკან რეალურად რა დგას?

tamta-shedania

  • "მგონია, რომ ყოველი მომდევნო შვილის გაჩენის შემდეგ უფრო ლამაზი და ძლიერი ვხდები" - "მის საქართველო" თამთა შედანია ახალი ცხოვრების შესახებ 

თამთას კითხვას გამომწერების მხრიდან დიდი აქტიურობა მოჰყვა.

- ამ ყველაფრის უკან ახლის და უკეთესის ძიება დგას, სამწუხაროდ.

- ის შინაგანად ცარიელია და ამ ფასადური ქცევით სიცარიელის შევსებას ცდილობს. ხშირ შემთხვევაში, ამის უკან "უკეთესის“ ან "ახლის“ პოვნის სურვილი დგას - მუდმივი მოთხოვნილება იმისა, რომ გარედან ვიღაცამ შეამჩნიოს, მოიწონოს და აღაფრთოვანოს. ასე ცდილობს დაიკმაყოფილოს ის, რასაც ვერც ურთიერთობა ავსებს, რადგან პრობლემა პარტნიორში კი არა, მის შინაგან მდგომარეობაშია. როცა ადამიანი საკუთარ თავთან არ არის სრულფასოვანი, ვერცერთი პარტნიორი ვერ იქნება მისთვის საკმარისი.

tamta-shedania

- ეგო და მუდმივი მოთხოვნილება - ბევრს მოსწონდეს.

- ეგოს ამ ფორმით მუდმივად დაკმაყოფილების მოთხოვნილება ხშირად შინაგან არასრულფასოვნების განცდაზე მიუთითებს. როდესაც ადამიანს საკუთარი ღირებულების შეგრძნება შინაგანად არ აქვს, ის გარედან ეძებს მუდმივ აღიარებას, ყურადღებასა და მოწონებას. ასეთი მოწონება მას მხოლოდ დროებით აკმაყოფილებს, რის გამოც ისევ და ისევ ახალი დოზა სჭირდება.

tamta-shedania

  • "მადლობელი ვარ ამ წლის, რადგან ღმერთმა შენი თავი მაჩუქა" - როგორი იყო გასული წელი "მის საქართველო" 2012 თამთა შედანიასთვის 

- ყალბი ურთიერთობები - ჩემი აზრით, ეს არის მიზეზი.

- გეთანხმები, ჩემი აზრითაც ისინი ერთ დიდ სიცრუეში ცხოვრობენ და მუდმივად ახლის სურვილი კლავთ. ერთი ადამიანი მათთვის არასდროს არის საკმარისი, ან კიდევ, ზუსტად იციან, რომ არსებული პარტნიორი არ არის ის, ვინც გვერდით უნდათ ჰყავდეთ და ორმაგ თამაშს თამაშობენ.

tamta-shedania

ერთ-ერთმა გამომწერმა კი თამთას მისი ამ საკითხისადმი დამოკიდებულებაც შეუქო.

- ასეთი აზროვნება უფრო გალამაზებთ. კარგი გოგოობა რატომღაც აღარ არის მოდური.

- "კარგი გოგო" და "ცუდი გოგო" - ეს მხოლოდ ვიღაცის მიერ დარქმეული იარლიყებია. ყველაზე მნიშვნელოვანია იყო ადამიანი - სრულფასოვანი, შემდგარი; გიყვარდეს და პატივს სცემდე საკუთარ თავს; გქონდეს მორალი, ღირსება და შინაგანი სიმშვიდე. როდესაც ეს ყველაფერი ჰარმონიაშია, აღარ გჭირდება ეგოს მუდმივი დაკმაყოფილება სხვისი ყურადღებითა და აღიარებით. სწორედ მაშინ არ აირჩევ პარტნიორს, რომელიც შენს ღირებულებებსა და სამყაროს არ შეესაბამება. გოგოებო, გულით გისურვებთ, იცხოვროთ რეალობაში და არა ფასადში. მადლობა ყველას აქტიურობისთვის 

ტამტა-სჰედანია