არველაძეების ოჯახი საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს. ფეხბურთელმა ძმებმა წლების წინ არა მხოლოდ სპორტული ისტორია დაწერეს, არამედ თავისი უშუალობითა და დადებითი ენერგიით თითოეული ქართველის გულში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრეს. საზოგადოების ყურადღების ცენტრშია მათი ოჯახის სხვა წევრებიც, რომელთა მიმართ ინტერესი მუდმივად დიდია.
მათ შორის გამორჩეულები არიან თეონა და რეზი თავართქილაძეები. წყვილი უკვე 25 წელზე მეტია, რაც ქორწინებაშია. მათი ერთობლივი კადრები, რომლებიც სოციალურ ქსელში პერიოდულად ვრცელდება, ყოველთვის დიდ სიმპათიას იწვევს.
ამჯერად, ოჯახმა თავი ქობულეთის ულამაზეს სოფელ ბუკნარში მოიყარა, სადაც არველაძეებს აგარაკი აქვთ. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ისინი ზაფხულის ცხელ დღეებს ერთად, მხიარულად ატარებენ.
თეონა თავართქილაძემ სოციალურ ქსელში გამომწერებს მორიგი თბილი ოჯახური კადრები გაუზიარა.

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე
ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველი რეზი არველაძე და დიზაინერი, ბიზნესმენი თეონა თავართქილაძე საქართველოში ბევრისთვის საყვარელი წყვილია. მათი სიყვარული უკვე 30 წელზე მეტს ითვლის - ჰყავთ ორი შვილი - ვატო და ნიკოლოზი. ვატო არველაძე მაკუნა ზედაშიძეზეა დაქორწინებული და ერთი ქალიშვილი, სოფია ჰყავს. ნიკოლოზ არველაძემ კი მსახიობ ქეთი წიქვაძეზე იქორწინა და ცოტა ხნის წინ პირველი შვილის, რეზის მამა გახდა.

"ეს არის რაღაც შიზოფრენიასთან მიახლოებული სიგიჟე. აი, მართლა არ მეგონა, თუ ასეთი რამე არსებობდა. სულ მესმოდა: "შვილიშვილი რომ გეყოლება, ნახავ", "შვილზე ტკბილია" – ამას არ ვეთანხმები, შვილი სხვა არის, მაგრამ ეს არის რაღაც დაუჯერებელი გრძნობა. ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი შვილის შვილია. ეს არის პერსონალური, დაუჯერებელი სიყვარული აი ამ პატარა ადამიანის მიმართ. სოფია არის რაღაც სასწაული.
რეზი აღმოჩნდა საოცარი ბაბუა. ძალიან კარგი მამა იყო, მაგრამ ბაბუაა რაღაც განსაკუთრებული. აი, სულ სხვა განზომილებაა", - ამბობდა თეონა თავართქილაძე.