ქართველი MMA-ი მებრძოლი ლიანა ჯოჯუა ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს. სპორტსმენმა სოციალურ ქსელში გამომწერებს სასიხარულო ამბავი გაუზიარა და ნიშნობის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.
"I said YES" (მე ვთქვი კი) - დაწერა ლიანამ ფოტოს აღწერაში.
გამოქვეყნებული კადრებიდან ჩანს, რომ რჩეულმა მებრძოლს ხელი ზღვის სანაპიროზე, რომანტიკულ გარემოში სთხოვა. როგორც ფოტოებიდან ირკვევა, ლიანა ჯოჯუას რჩეული ქართველია.


ლიანა ჯოჯუა
ლიანა ჯოჯუა ქართველი MMA-ის მებრძოლია, რომელიც თბილისში დაიბადა. სპორტული კარიერა 2015 წელს დაიწყო და მალევე საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებებს მიაღწია. ის ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში - UFC-ში იასპარეზა. და ფართო საზოგადოებამაც ამ ორგანიზაციიდან გაიცნო.

ლიანას მეტსახელია „She Wolf“ (მგელი ქალი). კარიერის განმავლობაში მან Fight Nights Global-ის ჩემპიონობაც მოიპოვა და არაერთ ძლიერ მეტოქე დაამარცხა და მნიშვნელოვანი მეტოქეები დაამარცხა, როგორებიც არიან ჟაკლინ ფერეირა, დიანა ბელბიტა, მარინა მოხნატკინა. მან UFC-ში დიანა ბელბიტასთან გამარჯვება, მტკივნეული ილეთით მოიპოვა.
სპორტის გარდა აღსანიშნავია, რომ ლიანა პროფესიით მასწავლებელია. მას დამთავრებული აქვს მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი. ამასთან მიღებული აქვს მუსიკალური განათლებაც.