"ყოფილი ქმარი ჩემი ერთადერთი სიყვარული იყო. თუმცა არ შევრიგდები, ჩემთვის ეს დასასრულია" - რა ამბობს თამო ვაშალომიძე მეუღლესთან დაშორებაზე - Marao

"ყოფილი ქმარი ჩემი ერთადერთი სიყვარული იყო. თუმცა არ შევრიგდები, ჩემთვის ეს დასასრულია" - რას ამბობს თამო ვაშალომიძე მეუღლესთან დაშორებაზე

2026-06-23 10:01:09+04:00

თამო ვაშალომიძის ინტერვიუ

თამო ვაშალომიძე გადაცემა "სარკასტიკას" სტუმარი იყო, სადაც მან ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის მოდის კვირეულებზე მოხვედრის კულუარებსა და პირად ცხოვრებაზე. 

თამოს თქმით, მას ჰყავს პირადი მენეჯერი იტალიაში, რომელიც უკვე მესამე წელია მასზე და მის კომპანიაზე მუშაობს. თამო მას ანაზღაურებას სწორედ იმისთვის უხდის, რომ მაღალი მოდის კვირეულებსა და სხვადასხვა პრესტიჟულ ღონისძიებებს დაესწროს.

"იტალიაში მყავს მენეჯერი, რომელსაც ფულს ვუხდი; ის უკვე მესამე წელია, ჩემზე და ჩემს კომპანიაზე მუშაობს. მისი მოვალეობაა, მაღალი მოდის კვირეულებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე ჩემი დასწრება უზრუნველყოს. მანამდე ბევრს ვწერდი სხვებს, მათ შორის იმ ქართველებსაც, რომლებიც მოდის კვირეულებს ესწრებოდნენ, და ვეკითხებოდი, როგორ ახერხებდნენ ამას. თუმცა იქაც ყველაფერი ნაცნობობასა და კავშირებზეა დამოკიდებული, კონტაქტების გარეშე არაფერი გამოდის. მე სწორედ მენეჯერს ვუხდი იმისთვის, რომ ამ ღონისძიებებზე მოვხვდე.

ინფორმაცია, თითქოს „ბალენსიაგამ“ მათ ჩვენებაზე დასწრებაზე უარი მითხრა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ჩვენებაზე მოხვედრა ძალიან რთულია და მნიშვნელობა არ აქვს, ქართველი ხარ თუ არა, თუმცა არა უშავს," - ამბობს თამო

TAMO-VASHALOMIDZE

თამო ვაშალომიძემ პირველად ისაუბრა ყოფილ მეუღლესთან, აკასთან დაშორების დეტალებზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ის მისი ცხოვრების უდიდესი სიყვარული იყო.

"მიმაჩნია, რომ ჩემი ყოფილი ქმარი ჩემი ერთადერთი სიყვარული იყო. თუმცა არ შევრიგდები, ჩემთვის ეს დასასრულია. გადაწყვეტილებებს მარტივად არ ვიღებ; ამ თემაზე საჯაროდ აქამდე არ ვსაუბრობდი, მაგრამ მე და აკა უკვე ერთი წელია, რაც დაშორებულები ვართ. დაშორების მიზეზის დასახელება არ მინდა, თუმცა ღალატი არ ყოფილა, აკა დამშორდა და არა მე. ბოლო წლები ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ ტოქსიკური იყო.

სასამართლოში დავა „თამოსკინზე“ არ მიმდინარეობდა. ეს ბრენდი 100%-ით ჩემი იყო და დღესაც ასეა. ჩემს ყოფილ ქმარს არ დავუკარგავ იმას, რომ თავიდან ფინანსურად ძალიან დამეხმარა და გვერდში დამიდგა, მან ყველაფერი მასწავლა. მე და აკას ხელი არ გვქონდა მოწერილი. ის ბავშვებსაც ეხმარება და ძალიან კარგი მამაა. მას, როგორც ჩემი შვილების მამას, დიდ პატივს ვცემ“, – ამბობს თამო ვაშალომიძე.