"აღარ ვმეგობრობთ“ - რატომ დასრულდა ნინი ქარსელაძისა და მარიკა თხელიძის მეგობრობა - Marao

"აღარ ვმეგობრობთ“ - რატომ დასრულდა ნინი ქარსელაძისა და მარიკა თხელიძის მეგობრობა

2026-06-23 12:14:23+04:00

ქართულ შოუბიზნესში ნინი ქარსელაძისა და მარიკა თხელიძის სავარაუდო დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ხმებს თავად მომღერლები გამოეხმაურნენ. გადაცემა „სარკასტიკას“ ეთერში მათ ღიად ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა ხდება რეალურად მათ ურთიერთობაში.

NINI-DA-MARIKA

ნინი ქარსელაძის კომენტარი

ნინი ქარსელაძემ გადაცემის წამყვანებთან საუბრისას ყოველგვარი კონფლიქტი კატეგორიულად უარყო. მომღერალმა აღნიშნა, რომ აღარ ეკონტაქტებიან ერთმანეთს, მაგრამ მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.

"მსგავსი არაფერი მომხდარა, არანაირი დაპირისპირება, არანაირი ჩხუბი, რაც ასაკი გემატება, მე მგონი, ადამიანი ცოტა სხვა იმაში გადადიხარ რომ არავისთან ჩხუბი არ არის აუცილებელი , შეგიძლია რომ გაატარო და დაზოგო ენერგიები.

აღარ გვაქვს კონტაქტი, აღარ ვმეგობრობთ ცოტა ისეთი ნათქვამია… მართლა არაფერი მომხდარა, ხათუნას ჯანმრთელობას გეფიცებით და თუ რამე მოხდა უბრალოდ მე არ ვიცი, ინსტაგრამიდან მე არ წამიშლია. 

მე მგონი მარიკასთან უნდა გადაამოწმოთ ეგ ყველაფერი, რადგან მართლა არაფერი ვიცი" - ამბობს ნინი.

მარიკა თხელიძის კომენტარი

ნინის განცხადების შემდეგ, გადაცემის წამყვანები მარიკა თხელიძეს დაუკავშირდნენ. მარიკამ დაადასტურა, რომ მათი მეგობრობა დასრულდა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა

"რა მოხდა, ამაზე ვერ ვისაუბრებ. არავისთან ვსაუბრობ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ, ზოგადად, შეიძლება ადამიანები მეგობრები აღარ იყვნენ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვცეთ პატივი ყველაფერს, რაც იყო. აქედან გამომდინარე, თავს უფლებას არ მივცემ, დეტალებში შევიდე. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვინ წაშალა სოციალურ ქსელებში და როგორ მოხდა? უბრალოდ, აღარ ვმეგობრობთ. ახლა ისე გამომდის, თითქოს ნინი არის კონფლიქტური და მე - არაკონფლიქტური. მე, ზოგადად, ვცდილობ, რომ ნაკლებად ვიყო ადამიანთან კონფლიქტში. ცხოვრებაში ერთხელ მოვდივართ და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ არ ვიყოთ კონფლიქტში" - ამბობს მარიკა.