ცოტა ხნის წინ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მარიამ გაფრინდაშვილი ვაჟის, ლუკას, დედა გახდა. მარიამმა პატარა ლუკასთან ერთად გადაღებული კადრები გააზიარა და უამრავი მილოცვა მიიღო.
მარიამის რჩეული ანალიტიკოსი ნიკო მიქაიაა.
„მომენტი, როდესაც ერთი ტირილი მთელი ცხოვრების აზრს ცვლის“, - წერს ნიკო მიქაია.


მარიამ გაფრინდაშვილის ოჯახი
მარიამ გაფრინდაშვილის მეუღლე ანალიტიკოსი ნიკო მიქაიაა. წყვილი ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას აქამდე არ ასაჯაროებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ნიკომ მარიამს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა და მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა: "მარტო ის მინდა, ბედნიერი იყო, დანარჩენს მე გავაკეთებ ყველაფერს, ვეცდები, ყოველ შემთხვევაში", - წერდა ნიკო მიქაია.
პირველი შვილის მოლოდინისა და ოჯახის შესახებ "TV პირველის" გადაცემაში "პირველი სტუდია" მარიამ გაფრინდაშვილმაც ისაუბრა:

"რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს, პირადი ცხოვრებისთვის მრჩება დრო. ისე დალაგდა, რომ „ნოდარ მელაძის „რეპრესიების“ მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ სულ სამსახურში უნდა ვიყო, გამოვნახე დრო პირადი ცხოვრებისთვის.
ეს წელი იქნება ჩემთვის განსაკუთრებული წელი. სხვა ამპლუაში ვიქნები, რაც ჯერ ჩემთვისაც ცოტა წარმოუდგენელია.
ჯერ კიდევ დაბნეული ვარ და ცოტას ვნერვიულობ. შესაბამისად, ვემზადები ახალი გამოწვევებისთვის.
პროფესიაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი, იმიტომ, რომ მე ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, ჩემი ცხოვრების ნაწილია… არ ვაპირებ, თავი მოვანატრო მაყურებელს და „ქართულ ოცნებას“. ცხოვრებაში ყველაზე მთავარი სიყვარულია. სწორედ ეს გაკეთებინებს ყველაფერს. მე ძალიან გამიმართლა, პირად და პროფესიულ სიყვარულში.
ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი ახლა მოლოდინია, რომელსაც დიდი ინტერესით ველოდებით", – ამბობს მარიამ გაფრინდაშვილი.