ფეხბურთიდან პოდიუმამდე - ვინ არის 20 წლის ქართველი მოდელი სანდრო ვეფხვაძე - Marao

ფეხბურთიდან პოდიუმამდე - ვინ არის 20 წლის ქართველი მოდელი სანდრო ვეფხვაძე

2026-06-25 13:37:37+04:00

ქართველი მოდელებისთვის ნამდვილად ახალი ერა დაიწყო. მატილდა გვარლიანის წარმატების შემდეგ, მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ქართველი ბიჭებიც გამოჩნდნენ. ამჯერად ყველას ყურადღებას 20 წლის სანდრო ვეფხვაძემ მიიპყრო, რომელიც უდიდესი ბრენდების ჩვენებებზე იღებს მონაწილეობას.

sandro-vepkhvadze

ვინ არის სანდრო ვეფხვაძე

სანდრო 2005 წლის 24 აგვისტოს დაიბადა. მიუხედავად ასეთი ახალგაზრდა ასაკისა, ის პირველი ქართველი კაცი მოდელია, რომელმაც ლეგენდარული იტალიური მოდის სახლის, Dolce & Gabbana-ს ოფიციალურ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.

მისი უახლესი გამოსვლა სულ ცოტა ხნის წინ, 20 ივნისს, მილანის მამაკაცის მოდის კვირეულზე შედგა. სანდრომ ბრენდის 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია სახელწოდებით Vacanze Siciliane („სიცილიური არდადეგები“) წარადგინა, რომელიც სიცილიის კულტურულ მემკვიდრეობასა და ხმელთაშუა ზღვის უნიკალურ ესთეტიკას ეძღვნებოდა.

sandro-vepkhvadze

sandro-vepkhvadze

  • ქართველი გოგოები Gucci-ს ჩვენებებზე: TOP 4 ახალგაზრდა მოდელი და გავლენიანი იტალიური მოდის სახლი 

აღსანიშნავია, რომ იტალიურ ბრენდთან ეს მისი პირველი კოლაბორაცია არ ყოფილა – ვეფხვაძემ მათთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2026 წლის იანვარში, მამაკაცის ხაზის ჩვენებაზე დაიწყო.

ამასთან, სანდრომ უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწია ფრანგულ მოდის სახლთან, Dior-თან თანამშრომლობით.

სანდრო ვეფხვაძე Dior Men-ის კოლექციის, Dioriviera 2026-ის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სახე გახდა. აღნიშნული ფოტოსესია ცნობილმა და გავლენიანმა ფოტოგრაფმა, გრეი სორენტიმ გადაიღო.

sandro-vepkhvadze

  • "მის აფხაზეთი" რომელიც თავს ქართველად არ თვლის: ადიცა ბერძენიას გზა ეკონომიკის ფაკულტეტიდან მაღალ მოდამდე 

ასევე სანდრომ Massimo Dutti-ის 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის e-commerce პროექტში და ქართული ბრენდის, Situationist-ის იმავე სეზონის კამპანიის სახე გახდა.

აღსანიშნავია, რომ სამოდელო კარიერის პარალელურად, 20 წლის სანდრო ვეფხვაძე სპორტითაც არის დაკავებული. ის პროფესიონალი ფეხბურთელია და საფეხბურთო კლუბ „დუშეთის არაგვის“ ღირსებას იცავს, სადაც მცველის პოზიციაზე თამაშობს.

sandro-vepkhvadze