VIDEO: სიმღერა, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო — როგორ შეეგება ნუცა შამილაძე შვილს - Marao

VIDEO: სიმღერა, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო - როგორ შეეგება ნუცა შამილაძე შვილს

2026-06-25 18:11:23+04:00

სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა კადრები, რომლებმაც ათასობით ადამიანის გული გაათბო - მომღერალი ნუცა შამილაძე სამშობიარო ბლოკში, მშობიარობის დროს, უმღერის თავის პატარას და ასე ეგებება მის ახალ სამყაროში შემობრძანებას. მომღერალი გოგონას დედა გახდა, რომელსაც კირა დაარქვეს.

"კირა, დე მიყვარხარ" - წერს მომღერალი.

ნუცას დიდი სურვილი იყო მესამე შვილის ყოლა, რადგან ის რამდენიმე წლის წინ ვერაგ დაავადებას - სიმსივნეს ებრძოდა.

ნუცა შამილაძის დიაგნოზი და ბავშვის ყოლის სურვილი

სოფო ჯაფარიძის საავტორო პოდკასტში „მედგიდი“ მომღერალმა ნუცა შამილაძემ იმ რთულ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც სიმსივნის მკურნალობის კურსის პარალელურად დაორსულდა.

მომღერალი იხსენებს მკერდის სიმსივნის დიაგნოზს, თურქეთში ჩატარებულ ოპერაციას და იმ მომენტს, როდესაც ონკოლოგთან პირველად დაისვა მესამე შვილის გაჩენის საკითხი - სურვილის, რომელიც მას მეუღლის, დათუნას გამოჩენის შემდეგ გაუჩნდა.

„ჩემი ისტორია დაიწყო ერთი წლის წინ, გავიგე, რომ მქონდა მკერდის სიმსივნე. წავედი თურქეთში სამკურნალოდ. გავიკეთე ოპერაცია, დათესვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იყო ჰორმონდადებითი. პირველი, რაც ონკოლოგმა მკითხა, იყო, თუ ვფიქრობდი მესამე ბავშვის გაჩენას. 19 წლის ვიყავი, როცა პირველად დედა გავხდი, მაშინ მახსოვს, რომ მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა. როდესაც გავიცანი დათუნა და შევქმენით ოჯახი, პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს, როცა ადამიანი გიყვარს სიგიჟემდე და მისგან გინდა შვილი.

nutsa-shamiladze

ექიმს რომ ვუთხარი, მითხრა, რომ არ გასცემდნენ ამ რეკომენდაციას, მირჩიეს, გამეყინა კვერცხუჯრედი და მიმემართა სუროგატისთვის. ვიკეთებდი მსუბუქ სტიმულაციებს. გამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ორი კვერცხუჯრედი, მირჩიეს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის შენახვა. ემბრიონის გენეტიკური ტესტი რომ ჩაატარეს, გვირჩიეს, რომ არ გადაგვეტანა. ეს ჩემი გეგმები და სურვილები წყალში ჩამეყარა. შობის ღამეს დავწერე სურვილი, რომელიც ახდა…

19 იანვარს გავიგე, რომ ვიყავი ოთხი თვის ორსული, გეგმურ შემოწმებაზე. საშინელება დამემართა, როცა მითხრეს, რომ ორსულად ვარ. ასეთი გაუბედურებული არასდროს ვყოფილვარ. ექიმმა იმდენად ინერვიულა, რომ მისმა რეაქციამ შოკში ჩამაგდო. როგორ უნდა მემშობიარა ხელოვნურად, ეს პროცესი აღმიწერა. განწირული ხმით ვყვიროდი, მიშველეთ, სიკვდილს მიახლოვდება-მეთქი, დედას და სოფოს დავურეკე" - ამბობდა ნუცა.