პატარა დუდა ასლამაზიშვილი - ანუკი ქორქია დისშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს - Marao

პატარა დუდა ასლამაზიშვილი - ანუკი ქორქია დისშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

2026-06-26 10:07:36+04:00

დები ლიკუნა და ანუკი ქორქიები ქართულმა საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო. ისინი არაერთი პოპულარული სატელევიზიო პროექტის სახეები იყვნენ და მაყურებლის სიყვარული მალევე დაიმსახურეს. თუმცა, ბოლო დროს დებმა აქტიურ მედიაცხოვრებასა და კამერებს, უფრო წყნარი და ჰარმონიული ყოველდღიურობა ამჯობინეს.

ამჟამად ლიკუნა და ანუკი დაოჯახებულები არიან და მთელ ყურადღებასა და ენერგიას საკუთარ ოჯახებს უთმობენ. ცოტა ხნის წინ მათ ცხოვრებაში განსაკუთრებით ბედნიერი ეტაპი დაიწყო - ლიკუნა ქორქია დედა გახდა. მისსა და ბიზნესმენ გიორგი ასლამაზიშვილის ოჯახს პატარა ბიჭუნა შეემატა, რომელსაც მშობლებმა დუდა დაარქვეს.

ცოტა ხნის წინ ანუკამ პატარა დუდსთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა, რომელმაც უამრავი მოწონება დაიმსახურა

anuki-korkia-1782454296.png

ლიკუნა ქორქიას ოჯახი და კარიერა

ლიკუნა ქორქია ცნობილი ქართველი მოდელი და ტელეწამყვანია, რომელიც საზოგადოებაში თავისი სილამაზით, დახვეწილი სტილითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. მისი კარიერა მედიასა და მოდის სფეროში წლების განმავლობაში წარმატებით ვითარდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის უფრო მეტად იცავს პირად სივრცეს, ნაკლებად ჩნდება კამერების წინ და მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობით შემოიფარგლება. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლიკუნა ქორქიამ მეორედ იქორწინა. მისი რჩეული ბიზნესმენი გიორგი ასლამაზაშვილია.

"დიახ, გი­დას­ტუ­რებთ, რომ და­ვო­ჯახ­დი. ჩემი მე­უღ­ლე გი­ორ­გი ას­ლა­მა­ზიშ­ვი­ლია. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან ახა­ლია, ვფიქ­რობ, ჩემს გარ­შე­მო ბევ­რი თქვენ­გან გა­ი­გებს ამ ამ­ბავს. ძა­ლი­ან კარ­გად ვარ, ბედ­ნი­ე­რად, მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ თავს. რაც მთა­ვა­რია ძა­ლი­ან კარ­გად ვართ, ბედ­ნი­ე­რად და კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს და მრა­ვალ­ფე­რო­ვანს გავ­ხდით ერ­თად ჩვენს ცხოვ­რე­ბას", - თქმა ლიკუნამ AMBEBI.GE-ისთან კომენტარში.

LIKUNA-KORKIA

წყვილი ცოტა ხნის წინ ვაჟის მშობლები გახდნენ. პატარას დუდა დაარქვეს.

ლიკუნა ქორქია ფართო საზოგადოებამ პირველად ტელეეკრანებზე გამოჩენის შემდეგ გაიცნო. მისი კარიერა მოიცავდა როგორც ტელეწამყვანობას, ასევე მოდელობას. მისი და, ანუკი ქორქია, ასევე ცნობილია მედიის სფეროში, რაც კიდევ უფრო ზრდიდა დების მიმართ ინტერესს.​

ლიკუნა ქორქიას სტილი ხშირად განიხილება, როგორც ელეგანტური და დახვეწილი. მისი ფოტოები სოციალურ ქსელებში ხშირად იწვევს დადებით გამოხმაურებებს. ლიკუნა ხშირად მოგზაურობს, განსაკუთრებულად ზრუნავს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე და რჩევებს საკუთარი გამოცდილებიდან მეგობრებსაც უზიარებს.