ახალი სიცოცხლის დაბადება ყოველთვის დიდი სიხარულია. გთავაზობთ იმ საყვარელი მსახიობების, ტელეწამყვანებისა და მომღერლების სიას, რომლებიც 2026 წელს მშობლები გახდნენ.
ცოტა ხნის წინ, ქართველი მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე გოგონას დედა გახდა. მშობლებმა ახალშობილს თინათინი დაარქვეს.
რუსკა ქარქაშაძის რჩეული ბიზნესმენი ლაშა მოწონელიძეა. წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა და მას შემდეგ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდებიან. მათ უკვე ჰყავთ უფროსი ვაჟი - ზუკა, რომელიც ახლა უკვე პატარა თინათინის უფროსი ძმა გახდა.

სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა კადრები, რომლებმაც ათასობით ადამიანის გული გაათბო - მომღერალი ნუცა შამილაძე სამშობიარო ბლოკში, მშობიარობის დროს, უმღეროდა თავის პატარას და ასე ეგებებოდა მის ახალ სამყაროში შემობრძანებას. მომღერალი გოგონას დედა გახდა, რომელსაც კირა დაარქვეს.
"კირა, დე მიყვარხარ" - წერდა მომღერალი.
ნუცას დიდი სურვილი იყო მესამე შვილის ყოლა, რადგან ის რამდენიმე წლის წინ ვერაგ დაავადებას - სიმსივნეს ებრძოდა.

ცოტა ხნის წინ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მარიამ გაფრინდაშვილი პირველი შვილის, ლუკას, დედა გახდა.მარიამის რჩეული ანალიტიკოსი ნიკო მიქაიაა.
„მომენტი, როდესაც ერთი ტირილი მთელი ცხოვრების აზრს ცვლის“, - წერდა ნიკო მიქაია.

ლიზა ჩიჩუა მესამე შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, ირაკლი მაქაცარიას გოგონა შეეძინათ, რომელსაც ქეთო დაარქვეს: "ქეთო მაქაცარია, კეთილი იყოს შენი მობრძანება", - წერდა ლიზა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე თვის წინ მიხეილ სააკაშვილის ვაჟი, ედუარდი პირველი შვილის მამა გახდა. როგორც ცნობილი გახდა პატარას ილიკო დაარქვეს.

ცოტა ხნის წინ ქართველმა მოცეკვავემ, სალომე ჭაჭუამ გულშემატკივრებს სასიხარულო სიახლე გაუზიარა და დაწერა, რომ პირველი შვილის დედა გახდა. მას ვაჟი შეეძინა, რომელსაც სანდრო დაარქვეს: "ჩემი სანდრო. მადლობა, უფალო, ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის", - დაწერა მან.

მაკა კვიციანი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩეოდა, თუმცა ბოლო დროს იშვიათად აზიარებდა სიახლეებს. ამის მიზეზი კი, როგორც აღმოჩნდა, განსაკუთრებული იყო - ის მეოთხე შვილს ელოდებოდა. ამის შესახებ ცნობილი დიზაინერ ანუკი არეშიძის ღონისძიებიდან გახდა.
დიზაინერი მეგობრებს ოჯახურ კადრებს უზიარებს, სადაც ჩანს, რომ მას მეოთხე შვილი შეეძინა.

"სუხიშვილების" მოცეკვავე ანა ქორიძე მეორე შვილის დედა გახდა, მას პატარა გოგონა, მარიამ ცერცვაძე შეეძინა. ანას პირველი შვილი, ნუცა, უკვე 9 წლისაა.

ჟურნალისტი თათია წოწონავა და გიორგი ტარგამაძე პირველი შვილის მშობლები გახდნენ. მშობლებმა პატარა გოგონას კირა დაარქვეს.
"კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ გიჟურ სამყაროში, ჩემო მზეო" - წერდა თათია.

ტელეწამყვანი მარიამ ვაშაძე მეორედ გახდა დედა. მისი ვაჟი 10 იანვარს დაიბადა და დავითი დაარქვეს. მარიამის მეუღლე ვანო ბენიძეა. წყვილს უკვე ჰყავს პირველი შვილი - გოგონა, სახელად ვივიენი.
