„დღეს ჩემი მეორე ნახევრის დაბადების დღეა“ - დათო ხუჯაძისა და თაკო ტუხაშვილის 8-წლიანი სიყვარული, ერთი შვილი და ოჯახური კადრები - Marao

„დღეს ჩემი მეორე ნახევრის დაბადების დღეა“ - დათო ხუჯაძისა და თაკო ტუხაშვილის 8-წლიანი სიყვარული, ერთი შვილი და ოჯახური კადრები

2026-06-29 14:41:00+04:00

დათო ხუჯაძე - ოჯახი, შვილები და განვლილი გზა

დათო ხუჯაძე 1975 წელს თბილისში დაიბადა, მუსიკალური კარიერა კი ბავშვობიდან დაიწყო. სტუდენტობისას მიიწვიეს ჯგუფი "ფლეშის" წევრად, მოგვიანებით კი ჯგუფის "სახე" წევრი გახდა და დიდი პოპულარობაც მოიპოვა. 2000-იანი წლების დასაწყისში მან სოლო-კარიერა დაიწყო. მისი სიმღერის "მახინჯი ვარ“ კლიპი 2005 წლის საუკეთესო ვიდეორგოლად დაასახელეს. მომდევნო წლებში კი მან კარიერა რუსეთში გააგრძელა. 

  • ბედნიერი ოჯახი და პატარა თემო: დათო ხუჯაძისა და თაკო ტუხაშვილის ოჯახური კადრები 

დათო ხუჯაძე პირველად ნათია ონიანზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი საერთო შვილი, მელანო შეეძინათ, თუმცა მათი ოჯახი მალევე დაინგრა. მუსიკოსმა მეორედ ეკა დალაქიშვილზე იქორწინა. წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა. დათოსა და ეკას ერთი ქალიშვილი, ილა შეეძინათ. 

dato

"გარდა იმისა, რომ ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, მეორე შვილის დაბადებამ ახალი აზრი მისცა ჩემს ცხოვრებას. საერთოდ, ვთვლი, რომ რაც უფრო მეტი შვილი გეყოლება, მით უკეთესია. მეც არ ვაპირებ ამაზე გაჩერებას", - აღნიშნავდა დათო ხუჯაძე.

  • "მელანო 16 წლის გახდა" - დათო ხუჯაძის მამის ამპლუა და 3 შვილი

დათოსა და ეკას ქორწინება მალე დასრულდა. მომღერალმა კი მესამედ თაკო ტუხაშვილზე იქორწინა. 

თაკოს და დათოს სიყვარულის ისტორია კი გაცილებით ადრე დაიწყო, დაახლოებით, რვა წლის წინ; მანამ, სანამ მომღერალი მეორედ იქორწინებდა. წყვილს დღეს ერთი საერთო შვილი, თემურ ხუჯაძე ჰყავს.  

xujadze

  • "ეს საოცრება გოგო უკვე 3 წლისაა..." - დათო ხუჯაძისა და ეკა დალაქიშვილის ქალიშვილის, ილა ხუჯაძის ულამაზესი ფოტოები 

ამჯერად თაკო ტუხაშვილი მეუღლესთან, დათო ხუჯაძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს - მომღერალი 51 წლის გახდა. „დღეს ჩემი soul mate-ის დაბადების დღეა - გისურვებ, ყოველთვის იყო ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული“, - დაწერა თაკო ტუხაშვილმა.