დიდი სიახლე და სიურპრიზი: მელუა მეორე შვილის მოლოდინშია - მომღერალი სკანდინავიიდან ფოტოებს აქვეყნებს - Marao

დიდი სიახლე და სიურპრიზი: მელუა მეორე შვილის მოლოდინშია - მომღერალი სკანდინავიიდან ფოტოებს აქვეყნებს

2026-06-29 14:27:15+04:00

მომღერალი ქეთი მელუა ბევრისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი შემსრულებელია. მას მისი მუსიკალური წარმატებით არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც კარგად იცნობენ. მსოფლიო დონის ვარსკვლავი მსმენელს მუდამ სასიამოვნო სიახლეებით ანებივრებს. ცოტა ხნის წინ, ქეთიმ სტოკჰოლმში კონცერტი ჩაატარა, საიდანაც სოციალურ ქსელში ფოტოები გააზიარა. სწორედ ამ ფოტოებიდან ვიგებთ, რომ შემსრულებელი მალე მეორე შვილის დედა გახდება. 

„ოსლოდან ახალი ჩამოსული და სტოკჰოლმში ახლახან ჩასული. სკანდინავია, განსაცვიფრებელი ხარ. ძალიან მიხარია დაბრუნება“, - წერს ქეთი მელუა.

keti-melua

keti-melua

keti-melua

  • ემიგრაცია, ორი ქორწინება და ერთი შვილი: ქეთი მელუას ცხოვრება სცენის მიღმა და წარმატება სამშობლოდან შორს 

ქეთი მელუა

ქეთი მელუა 1984 წლის 16 სექტემბერს საქართველოში, ქუთაისში დაიბადა. ცხოვრების პირველი წლები ბებიასა და ბაბუასთან თბილისში გაატარა, მოგვიანებით კი მშობლებთან და ძმასთან ერთად ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად. 1993 წელს, საქართველოს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, ქეთის ოჯახი საცხოვრებლად ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბელფასტში წავიდა. ქეთი მელუამ წმინდა კეთრინის სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკანური კოლეჯი დაამთავრა მაშინ, როცა მისი უმცროსი ძმა პროტესტანტულ სკოლებში სწავლობდა.

ქეთის პირველი სასიმღერო გამოცდილება იყო საბავშვო მუსიკალური კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც გახდა, კომპოზიცია Mariah Carey Without You მისთვის იღბლის მომტანი აღმოჩნდა.

ერთხელ მის სკოლაში მივიდა კომპოზიტორი მაიკლ ბატი, რომელიც ნიჭიერების ძიებითა და „პოპულარიზაციის“ გზით იყო დაკავებული და  ჯაზ-ბენდის შემსრულებლებს ეძებდა. 

  • 7 ცნობილი ქართველი ქალი, რომლებმაც უცხოელებზე იქორწინეს 

ქეთი თანამშრომლობდა მაიკლ ბეტთან ალბომზე Call of the Search. ამ დისკმა დიდი წარმატება მოიპოვა - ექვს თვეზე ნაკლებ დროში 1 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. 

გამოშვებული აქვს 7 სტუდიო ალბომი- „Call Off The Search“, „Piece By Piece“, „Pictures“, „The House“, „Secret Symphony“, „Ketevan“ და ყველაზე ბოლოს, 2016 წელს გახმაურებული „In Winter“. ცოტა ხნის წინ, ქეთიმ გამართა ტური დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში გორის ქალთა გუნდთან ერთად, რომელიც 1970 წელს დაარსდა ქალაქ გორში, საქართველოში.

მუსიკის გარდა ქეთი არის ლიტერატურისა და პოეზიის, ასევე სახვითი ხელოვნების დიდი მოყვარული. ქეთი ფლობს გინესის მსოფლიო რეკორდს წყლის ქვეშ, ყველაზე დიდ სიღრმეში ჩატარებული კონცერტისთვის. ეს კონცერტი გაიმართა ჩრდილოეთის ზღვაში, ზღვის დონიდან 303 მეტრს ქვემოთ! 

2012 წლის იანვარში ქეთიმ დაადასტურა ნიშნობა James Michael Toseland-თან. წყვილი 2012 წლის 1 სექტემბერს დაქორწინდა. ჯეიმსი ყოფილი მოტომრბოლელია. მათი ოჯახი მალევე დაინგრა.

2022 წლის დეკემბერში ქეთი პირველი შვილის, სანდროს დედა გახდა.