"ჩემი რონი-ექვთიმეს ნათლობა" - ნინო მუმლაძე ოჯახურ კადრებს შვილის ნათლობიდან აქვეყნებს - Marao

"ჩემი რონი-ექვთიმეს ნათლობა" - ნინო მუმლაძე ოჯახურ კადრებს შვილის ნათლობიდან აქვეყნებს

2026-07-01 11:26:26+04:00

მსახიობმა ნინო მუმლაძემ სოციალურ ქსელში შვილის ნათლობის ფოტოები გამოაქვეყნა.

"ჩემი რონი-ექვთიმეს ნათლობა", - წერდა ნინო. პატარა რონი ნინო მუმლაძისა და მისი ყოფილი მეუღლის, გუგა გოგინაშვილის საერთო შვილია. 

nino-mumladze

nino-mumladze

nino-mumladze

nino-mumladze

nino-mumladze

  • ნინო მუმლაძე ქმარს დაშორდა: "ბავშვს ვზრდით სამი ადამიანი - მე, დედაჩემი და დეიდაჩემი" 

ნინო მუმლაძის ოჯახი და კარიერა

ნინო მუმლაძე ცნობილი და წარმატებული ქართველი მსახიობია. მას დამთავრებული აქვს კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო ათწლედის ვოკალის ფაკულტეტი. 2004 წელს დაამთავრა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2004 წელსვე დაიწყო მუშაობა თეატრალურ სარდაფში. 2006 წლიდან მუშაობდა ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში. 2007 წელს დაიწყო მუშაობა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 2010 წლიდან კი თავისუფალი თეატრის მსახიობია. 

ნინოს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სერიალებმა "ჩვენი ოფისი", "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" და "ჩემი ცოლის დაქალები". 

2023 წელს ნინომ მეგობრებსა და გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა და გაამხილა, რომ ის შეყვარებული იყო. მისი რჩეული ფერმწერი გუგა გოგინაშვილი გახდა. მათ ერთი წლის წინ პირველი საერთო შვილი შეეძინა, რომელსაც რონი დაარქვეს. თუმცა წყვილი მალევე დაშორდა.

nino-mumladze

  • "ჰო, ვარ მარტოხელა დედა, ჩემი შვილია და, ბუნებრივია, მე ვზრდი" - ნინო მუმლაძის მიმართვა 

"ყველა დედა დამეთანხმება, რომ ბავშვის ემოციებთან ერთად, შენი ემოციური ბალანსის შენარჩუნება რთულია. 

სიმართლე გითხრათ, არც ერთ ინტერვიუში საჯაროდ არ მილაპარაკია, მაგრამ მარტოხელა დედობა არის ორმაგი პასუხისმგებლობა. გინდა, თუ არ გინდა, არის მომენტები, როდესაც გიწევს შეითავსო, როგორც დედის, ისევე მამის როლი. ფიზიკურად ისეთი რაღაცები უნდა აკეთო, როგორიცაა, სახლში მოსვლისას პროდუქტების მოტანა - სულ მიწევს რაღაცების წამოღება - საკვები, წყალი...მანქანიდან რომ გადმოვდივარ, ერთ ხელში მძიმე პარკი მიჭირავს, მეორეში - გასაღები, ჩიპი, ხურდა. ვფიქრობ, რთულია, ამ რუტინასთან ერთად, დედაც იყო და სახლში ეს ყველაფერი აკეთო. მერე მახსენდება, რომ ამას ხომ მამები აკეთებენ ოჯახში?!

ვისაც მეუღლე სახლში ჰყავს, ზოგჯერ მაინც თავად უწევს ამ პასუხისმგებლობის აღება - ძალიან ხშირადაა, რომ დედა გაცილებით მეტს იღებს საკუთარ თავზე, ვიდრე მამა. ასეთი ოჯახი უამრავია. მიუხედავად ამისა, ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავ - ბევრ კარგ მამასაც ვიცნობ, თუმცა ეს ამ ეპოქის ნაწილია.

სამი რამ, რაც ფეხზე მყარად დგომაში მეხმარება, არის - პასუხისმგებლობა ჩემი შვილის მიმართ" - ამბობდა ნინო.