"მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგონა" დაქორწინდა - თილან ბლონდოს გლამურული ქორწილის დეტალები - Marao

"მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგონა" დაქორწინდა - თილან ბლონდოს გლამურული ქორწილის დეტალები

2026-07-01 12:50:58+04:00

ფრანგი მოდელი თილან ბლონდო, რომელმაც სულ რაღაც 4 წლის ასაკში, მსოფლიო აღიარება მოიპოვა და Vogue Enfants-ის მიერ "მსოფლიოში ყველაზე ლამაზ გოგონად“ დასახელდა, დაქორწინდა. 25 წლის ვარსკვლავის რჩეული ბენ ატალია. წყვილმა გლამურული ქორწილი სიყვარულის ქალაქში, პარიზში, 29 ივნისს გადაიხადა. სამოქალაქო ცერემონია პარიზის მე-16 ოლქის მერიაში შედგა, საიდანაც ახალდაქორწინებულებმა კლასიკური Porsche 356 Speedster-ით ჩაიარეს.

Thylane-Blondeau

Thylane-Blondeau

Thylane-Blondeau

თილანმა სოციალურ ქსელში გამომწერებს ქორწილის კადრები და წინასაქორწილო მზადების პროცესი გაუზიარა. პატარძალს Eva Bouskila-ს გრძელი, ელეგანტური კაბა ეცვა, რომელსაც ზურგზე ღილებით გაფორმებული შიკის სტილის მოსასხამი ამშვენებდა, მის დახვეწილ ვარცხნილობას კი ნაზი თეთრი ყვავილები აგვირგვინებდა. საინტერესოა, რომ ქორწილის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი მოდელის ძაღლი გახდა, რომელიც ამ დღისთვის სპეციალურად შავ-თეთრ სმოკინგში გამოაწყვეს.

Thylane-Blondeau

Thylane Blondeau

  • ყველაზე ლამაზი გოგონა მსოფლიოში - როგორ გამოიყურება დღეს და სად გაქრა ერთ დროს ყველაზე ლამაზ ბავშვად აღიარებული ტილან ბლონდო 

ბენ ატალმა თილანს ხელი სულ რაღაც სამი თვის წინ, საბერძნეთში მოგზაურობისას სთხოვა, რის შემდეგაც მოდელმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ „დიახ“ თავის საუკეთესო მეგობარს უთხრა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახისთვის ბოლო პერიოდი მძიმე იყო, 2025 წლის დეკემბერში თილანის მამინაცვალი გარდაიცვალა, მოდელის დედამ, ვერონიკა ლუბრიმ აღნიშნა, რომ ეს ბედნიერი დღე მათ ცხოვრებაში მზის სხივს ჰგავდა. 

Thylane-Blondeau

Thylane-Blondeau

შეგახსენებთ, რომ თილან ბლონდო დღესაც წარმატებით აგრძელებს სამოდელო კარიერას წამყვან სააგენტო IMG Models-თან და კვლავ თანამშრომლობს ისეთ გიგანტებთან, როგორებიცაა Jean Paul Gaultier და Dolce & Gabbana.

Thylane-Blondeau

ვინ არის თილან ბლონდო?

ფრანგი მოდელი და ინფლუენსერი თილან ბლონდო მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ფენომენია, რომელმაც გლობალური აღიარება ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში მოიპოვა. მისი დებიუტი სამოდელო სფეროში სულ რაღაც 4 წლის ასაკში შედგა, როდესაც ის ლეგენდარული ფრანგი დიზაინერის, ჟან-პოლ გოტიეს  ჩვენებაზე პოდიუმზე გავიდა. სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, 2006 წელს, ჟურნალმა Vogue Enfants-მა მისი ფოტო გარეკანზე განათავსა და მას „მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგონა“ უწოდა. ამ ტიტულმა ბლონდოს მომენტალურად მოუტანა მსოფლიო პოპულარობა, თუმცა მის კარიერას თან ახლდა სკანდალებიც. 10 წლის ასაკში მან მონაწილეობა მიიღო Vogue Paris-ის ფოტოსესიაში, სადაც ზრდასრული ქალივით ეცვა და მაკიაჟი ჰქონდა, რამაც საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა და დებატები გამოიწვია ბავშვების სამოდელო ბიზნესში ჩართულობის შესახებ, თუმცა მის კარიერულ წინსვლას ხელი ვერ შეუშალა.

Thylane-Blondeau

  • მსოფლიოს ულამაზესი გოგონა 10 წლის შემდეგ (ფოტოები) 

ასაკის მატებასთან ერთად, თილანმა წარმატებით გადაინაცვლა ზრდასრულთა პროფესიონალურ მოდის ინდუსტრიაში. 13 წლის ასაკში ის ჟურნალ Jalouse-ის გარეკანზე გამოჩნდა, ხოლო მოგვიანებით კონტრაქტი გააფორმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სამოდელო სააგენტო IMG Models-თან, სადაც ისეთი ვარსკვლავები ირიცხებიან, როგორებიც არიან ჯიჯი და ბელა ჰადიდები. ბლონდო გახდა მოდის სახლ Dolce & Gabbana-ს ჩვენებების მუდმივი მონაწილე და მუშაობდა ისეთ გიგანტებთან, როგორებიცაა Hugo Boss, Tommy Hilfiger და Ralph Lauren. მისი კარიერის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად ითვლება 16 წლის ასაკში  L'Oréal Paris-ის ყველაზე ახალგაზრდა საერთაშორისო ამბასადორად გახდომა. აღსანიშნავია, რომ ბავშვობის ტიტულიდან 11 წლის შემდეგ, 2018 წელს, მან კვლავ დაამტკიცა თავისი სტატუსი და TC Candler-ის ყოველწლიურ რეიტინგში „მსოფლიოს 100 ყველაზე ლამაზი სახე“ პირველი ადგილი დაიკავა.

Thylane-Blondeau

მოდელობის პარალელურად, თილანმა ძალები სხვა სფეროებშიც მოსინჯა. მან ბიზნესშიც გადადგა ნაბიჯები და დააარსა ტანსაცმლის საკუთარი ბრენდები, მათ შორის Heaven May და No Smile. გარდა ამისა, 2015 წელს მისი სამსახიობო დებიუტი შედგა ფრანგულ სათავგადასავლო ფილმში „ბელი და სებასტიანი: თავგადასავალი გრძელდება“. დღესდღეობით, 25 წლის თილანი არა მხოლოდ წარმატებული მოდელი, არამედ გავლენიანი ინფლუენსერია სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერით, რომელიც სულ ახლახან, 2026 წლის ივნისში, პარიზში ბენ ატალზე დაქორწინდა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა.

Thylane-Blondeau