ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი, სოციალურ ქსელში ყოფილ ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოებას ემოციურ მოგონებებს უზიარებს. დოროყაშვილი წარსულ ურთიერთობას ახალი პერსპექტივიდან უყურებს და აღნიშნავს, რომ წლების შემდეგ ბევრი რამ გადააფასა.
„ნიკა იყო ადამიანი, რომელსაც, როგორც ქალი, ყველაზე მეტად ვუყვარდი. როცა გადის წლები და სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს, ვფიქრობ, ის იყო ბიჭი, რომელიც მეც მთელი გულით მიყვარდა“, - წერს ნეკა დოროყაშვილი.
გარდა მოგონებებისა, ნეკა დოროყაშვილმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ყოფილ დედამთილთან, პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება შვილის, ლუკასის, ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო, რათა ბავშვს მამასთან და ბებიასთან ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონოდა.
"მეგობრებო, წლების შემდეგ, ჩემი შვილის სიყვარულისა და პატივისცემის გამო, ნაბიჯი ისევ მე გადავდგი და ჩემს ყოფილ დედამთილს მივწერე – ქალს, რომელიც წლების განმავლობაში იმაში მადანაშაულებდა, თითქოს შვილიშვილს ვერ ნახულობდა.
მიუხედავად ყველაფრისა, წყენა გვერდზე გადავდე და ვიფიქრე, რომ ბავშვის სიყვარული ნებისმიერ კონფლიქტზე მაღლა უნდა იდგეს. სამწუხაროდ, პასუხი ისევ ნულია.
ზოგჯერ ყველაზე მტკივნეული არა უარი, არამედ სიჩუმეა. თუმცა, მე მშვიდად ვარ, რადგან საკუთარ თავს კიდევ ერთხელ დავუმტკიცე, რომ ჩემში სიყვარული, პატივისცემა და ადამიანობა არ გამქრალა," - წერს ნეკა.

გასაჯაროებულ მიმოწერაში ნეკა დოროყაშვილი ყოფილ დედამთილს სთავაზობდა, რომ ბავშვის კეთილდღეობისთვის ეგო გვერდზე გადაედოთ და შეხვედროდნენ. ის ხაზს უსვამდა, რომ ლუკასს ნეგატიური ინფორმაციისგან იცავდა და ბავშვს მამის და ბებიის ნახვის სურვილი თავად ჰქონდა.
"ნატო, არ მინდა დაგაბნიო ჩემი ზარით. მინდა შენთან ლაპარაკი. ლუკასს უნდა შეგახვედრო. ჯერ მინდა ჩვენ ვილაპარაკოთ. მინდა იცოდე, რომ ლუკასი ისე გავზარდეთ, არ აქვს ცუდი ინფორმაციები. არ მინდა სტრესული იყოს ბავშვისთვის რამე. ვფიქრობ, ლუკასს სჭირდებით სრულყოფილი მომავლისთვის. ლუკასს აქვს თქვენი ინტერესი და მინდა შეგახვედროთ.
მე არ მაქვს სურვილი ვისაუბრო ნეგატიურ თემებზე. საკმაოდ ბევრი დრო გავიდა და ორივე მხარე შევცდით ბევრ რამეში. მე ჩემი ახალი ცხოვრება მაქვს და ბედნიერი ვარ. მინდა იცოდე, რომ ბავშვის სურვილიდან გამომდინარე გწერ. სხვა მე არ მაქვს რამე ინტერესი, რომ იმ ყველაფრის მერე შენთან მომეწერა, მაგრამ სიმართლე გითხრა, ნაწყენიც არ ვარ. არ მაინტერესებს მე რაც მოხდა, მთავარია, რომ ლუკასი იყოს მშვიდად. გადავწყვიტე მე გადავდგა ეს ნაბიჯი და შეგახვედრო შენს შვილიშვილთან და გაგაცნო ის.
მომწერე როცა იქნები ამისთვის მზად. მე ღია მაქვს კარი შენთვის, დაგირეკავ.
ხან ფსიქოლოგი ჩავრთე ბავშვის და მამის ურთიერთობის აღსადგენად. ფსიქოლოგიც დაბლოკა ნიკამ, სამწუხაროდ. ხან ბავშვი დავაკონტაქტე ნიკას, ესაუბრებოდა, მერე დაბლოკა ნიკამ. მოკლედ გადავწყვიტე, მხოლოდ მე გავაკეთო ეს ყველაფერი და თუ არ გინდა შენ, ამას მე გავაკეთებ. ვფიქრობ, რომ ეს თემა ქალებმა უნდა მოვაგვაროთ. შენც დედა ხარ და მეც დედა ვარ. ვფიქრობ, ჩვენი ეგო გვერდით უნდა გადავდოთ. შენ არ მიმიღე როგორც შენი რძალი. ახლა უნდა მიიღო ის რეალობა, რომ მე ვარ ლუკასის დედა და აღარ ვარ შენი რძალი.
გამორთე ეგო და შეხედე რეალობას. ბავშვს სჭირდება მამა.
ნატო, წავედი, გკოცნი, გელოდები, როცა იქნები მზად. მე არ მოვდივარ და არც ლუკასი სამტროდ. ლუკასი კარგი ბიჭია და ჭკვიანი ბიჭია, აინტერესებთ ყველა“, - წერს ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას.
