ოჯახური კადრები - მარიამ როინიშვილი მეუღლესთან და ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - Marao

ოჯახური კადრები - მარიამ როინიშვილი მეუღლესთან და ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

2026-07-06 11:15:51+04:00

საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარულით დაჯილდოებული მარიამ როინიშვილი სოციალურ ქსელში გულთბილ კადრებს ხშირად გვიზიარებს, თუმცა მისი ოჯახური მომენტები ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ამჯერად, მომღერალმა და ტელეწამყვანმა გამომწერებს ოჯახური ფოტოები გაუზიარა სადაც ის უახლოეს ადამიანებთან - ძმასთან, კოკო როინიშვილთან და მეუღლესთან, ვახო კანდელაკთან ერთად არის გადაღებული.

mariam-roinishvili

mariam-roinishvili

მარიამ როინიშვილი და ვახო კანდელაკი

მარიამ როინიშვილი და ვახო კანდელაკი უკვე ორ წელზე მეტია დაოჯახებულები არიან. წყვილს ერთი საერთო შვილი კირა ჰყავთ.

"არსებობს პიროვნება, რომელზეც შეყვარებული ვარ", - ამბობდა ვახო კანდელაკი რამდენიმე წლის წინ. 

"მე და ვახო დიდი ხნის წინ, შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს, თუმცა არსად გადავკვეთილვართ. მერე მოხდა შეხვედრა და… გულმა გული იცნო. მაშინვე გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი გზები საფუძვლიანად გადაიკვეთებოდა.

საკმაოდ დიდი ხანია ერთად ვართ. ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდით. მგონია, რომ ასე ჯობია. ორი ადამიანის ურთიერთობისთვის ასეა უკეთესი. როდესაც ირჩევთ ერთმანეთს, გაქვთ მოცემულობა, ხართ თქვენ ორნი და შემდეგ უკვე ის ადამიანებიც გიერთდებიან, რომლებსაც სურვილისამებრ იკრებთ გვერდით. როგორც ეს ორი გადაწყვეტს, ისე იქნება. მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარი სიამოვნებს. ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ და უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს", - ამბობდა მარიამი.

  mariam-roinishvili

"კირამ სრულიად სხვანაირად დამანახა ცხოვრება, ისეთ დეტალებზე დავიწყე ფიქრი, რაზეც ადრე არ ვფიქრობდი. მიუხედავად იმისა, რომ ერეკლე უკვე მყავდა. შეიძლება ითქვას, რომ ერეკლესთან ერთად გავიზარდე მეც, მაგრამ კირამ რადიკალურად შემოაბრუნა ჩემი ცხოვრებისადმი დამოკიდებულება. ალბათ უფრო მზრუნველი და ყურადღებიანი გავხდი. 

 ერეკლეს საოცარი დამოკიდებულება აქვს, ძალიან უყვარს უნდა, რომ სულ მოეფეროს. თან კირაც ახლოს არ იკარებს, დისტანციას იჭერს. და-ძმის თვალებში ვხედავ დიდი სიყვარულს და მზრუნველობას. 

კირამ ყველას ცხოვრება გაახალისა და გააფერადა. თითქოს ყველამ სხვანაირად შევხედეთ ცხოვრებას" - ამბობდა ვახო კანდელაკი.