“კონკიას სიკვდილი” არის ბრენდ DZHABA-ს ახალი კოლექციის ჩვენება თეატრალურ ფორმატში, თეატრ სახელოსნო 42-ის სცენაზე. ეს არის მოდისა და თეატრის დიდი შეხვედრა; უნიკალური პერფორმანსი, სადაც ჩვენება სრულფასოვან თეატრალურ გამოცდილებად გარდაიქმნება.
ეს არ არის ტრადიციული Runway Show, რადგან პერსონაჟების ხმები და ისტორიები DZHABA-ს ახალი კოლექციის ჩვენების ერთიან სცენურ განწყობას ქმნიან, სადაც კოლექცია ნარატივის ნაწილი ხდება, ხოლო, პერსონაჟი - ემოციური გამოცდილება, რომელიც ვერბალური თუ არავერბალური თეატრალური ენის საშუალებით ცოცხლდება სცენაზე.
წარმოდგენის განმავლობაში მაყურებელი ისმენს ხუთი ქალის პირად ისტორიას, მათ განსხვავებულ გამოცდილებებს გადარჩენის, სილამაზის, ძალაუფლების, მეხსიერებისა და ბრძოლის შესახებ. ეს არის ისტორია იმაზე, თუ რას ვკარგავთ და რას ვინახავთ, რა რჩება მაშინ, როდესაც ზღაპარი მთავრდება და ვინ მოგვითხრობს სიმართლეს კონკიას სიკვდილის შესახებ.
დადგმაში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი და ყველასთვის საყვარელი სახეები, როგორებიც არიან: ნინო ბურდული, ნინო კასრაძე, მანანა კოზაკოვა, ნატა მურვანიძე, ნატო გაგნიძე, ნათია ბუნტური, თინათინ წულაძე და ბაია დვალიშვილი. სწორედ ბაია დვალიშვილის კადრები გაგვიზიარა სოციალურ ქსელში მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ: "გენიალური ბაია დვალიშვილი", - წერს სოფო ნიჟარაძე.

ბაია დვალიშვილი დაიბადა 1960 წლის 21 აგვისტოს. 1983 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1983-2001 წლებში იყო რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. 1997 წლიდან თეატრალური სარდაფის, 2007 წლიდან მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრისა და 2017 წლიდან სამეფო უბნის თეატრის მსახიობია. მისი დებიუტი კინოში 1978 წელს შედგა.
მაყურებელმა მისი მონაწილეობით არაერთი დასამახსოვრებელი და გამორჩეული ფილმი თუ სერიალი იხილა, მათ შორის:
კიდევ უფრო მრავალფეროვანი და დაუვიწყარი ბაია დვალიშვილის მიერ სხვადასხვა თეატრის სცენაზე შექმნილი პერსონაჟები სპექტაკლებში: „მოახლეები“, "მეტამორფოზა", "ცხვირი", "სამგროშიანი ოპერა", "ინსტინქტი", "უსახელო ვარსკვლავი", "ფიგაროს ქორწინება", "სხვა მთვარე", "მერი პოპინსი", "სისხლიანი ქორწილი", "სეჩუანელი კეთილი ადამიანი", "ბერნარდა ალბას სახლი", "საშობაო სიზმარი", "ტარტიუფი", "მთვრალი ალუბალი", "ჰამლეტი" - სია გრძელია, ბაია დვალიშვილის სამსახიობო გზა კი მაყურებელს კიდევ ბევრ არაჩვეულებრივ როლსა და განსაკუთრებულ ემოციას ჰპირდება.