TOP 5 საკულტო და ძვირადღირებული ჩანთა ნანუკა გუდავაძის გარდერობში, რომელიც ყველა მოდის მოყვარულის ოცნებაა - Marao

TOP 5 საკულტო და ძვირადღირებული ჩანთა ნანუკა გუდავაძის გარდერობში, რომელიც ყველა მოდის მოყვარულის ოცნებაა

2026-07-07 10:04:30+04:00

ქართველი მოდელისა და ინფლუენსერის, ნანუკა გუდავაძის სტილი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. დახვეწილი, მინიმალისტური, თუმცა ამავდროულად მდიდრული და ექსკლუზიური აუტფიტებით, ის დიდი ხანის მანძილზე შთაგონების წყარო იყო. ნანუკას გარდერობში განსაკუთრებული ადგილი აქსესუარებს, კერძოდ კი ჩანთებს უკავია, რომლებიც ნებისმიერ ყოველდღიურ თუ საღამოს ლუქს მომენტალურად "high fashion" განაცხადად აქცევს.

Valentino-ს პასტელური პიტნისფერი მინი-ჰობოდან და მინიმალისტური Savette-დან - Chanel-ისა და Dior-ის უიშვიათეს, საკოლექციო მოდელებამდე: ნანუკა გუდავაძის აქსესუარების კოლექცია მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

გადავხედოთ მის ხუთ გამორჩეულ ჩანთას, რომლებიც ფუფუნების, უზადო გემოვნებისა და წამყვანი მოდის სახლების საუკეთესო ტრადიციების სიმბოლოა.

Chanel -Chanel Round As Earth Bag

nanuka-gudavadze

წითელი, პრიალა ლაქის ტყავისგან (Patent Leather) დამზადებული მომრგვალებული ფორმის ჩანთა. მასზე დატანილია ბრენდის საკულტო გადაჯაჭვული "CC" ლოგო, ხოლო მეტალის წაგრძელებულ სახელურსა და მხარზე გადასაკიდებელ ჯაჭვს ამშვენებს პატარა, თვლებით გაწყობილი ბუს ფორმის გულსაკიდი.

nanuka-gudavadze

საწყისი ფასი დაახლოებით $3,700-ს შეადგენდა.

Chanel - Chanel Evening Box Bag (Makeup/Cosmetics Motif)

nanuka-gudavadze

შავი ფერის, მყარი სტრუქტურის მქონე საღამოს კოლოფი-ჩანთა (Box bag). მისი დიზაინი შთაგონებულია მაკიაჟის პალიტრით - ზედაპირზე გამოსახულია გულის ფორმის "CC" ლოგო, პუდრის ეფექტის მქონე წრეები და თვლებით გაწყობილი აპლიკატორი. ჩანთას აქვს ტყავგარეული კლასიკური მეტალის ჯაჭვი.

nanuka-gudavadze

საწყისი ფასი, დიზაინისა და მასალის მიხედვით, დაახლოებით $3,699 - $5,000-ის ფარგლებში მერყეობდა. 

Savette - Savette Symmetry Pouch

nanuka-gudavadze

დახვეწილი, მინიმალისტური დიზაინის მქონე მართკუთხა ჩანთა. დამზადებულია ნაზი ვარდისფერი (ორაგულისფერი/ატმისფერი) ზამშისგან. აქვს მოკლე ზედა სახელური და ბრენდისთვის დამახასიათებელი ვერცხლისფერი, სიმეტრიული ლითონის საკეტი ცენტრში.

nanuka-gudavadze

 საწყისი ფასი შეადგენს $1,390-ს.

Valentino Garavani - VLogo Signature Mini Hobo Bag in Grainy Calfskin

nanuka-gudavadze

პასტელური მწვანე (პიტნისფერი) შეფერილობის, ნახევარმთვარის ფორმის მინი-ჰობო ჩანთა. დამზადებულია ფაქტურულi ტყავისგან. ჩანთის წინა ნაწილს ამშვენებს მინიმალისტური ოქროსფერი "VLogo" მეტალის დეტალი, ხოლო სახელურის სიგრძე რეგულირდება პატარა ბალთით.

nanuka-gudavadze

ამ მოდელის ოფიციალური ფასი Valentino-ს ბუტიკში $1,150-ია. 

Dior - Small Dior Book Tote (Leather Cannage

nanuka-gudavadze

შავი ფერის, სტრუქტურული და მყარი მოდელი. ბრენდის ტრადიციული ნაჭრის "Book Tote"-ისგან განსხვავებით, ეს ვერსია შესრულებულია პრემიუმ ხარისხის შავი ტყავისგან, საკულტო "Cannage" გეომეტრიული ნაკერებით. ჩანთას ერთ-ერთ სახელურზე ამშვენებს ლითონის "DIOR" გულსაკიდი (Charms).

nanuka-gudavadze

საწყისი ფასი დაახლოებით $3,500 - $3,800.