„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა - Marao

„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა

2026-07-07 10:30:45+04:00

ბერძნული იოგურტიდან ინოვაციურ ბიოტექნოლოგიამდე - 30 ივნისს გამართულ ღონისძიებაზე სააფთიაქო ქსელმა „იმპექსმა“ ოფიციალურად წარადგინა KORRES-ის Greek Yoghurt SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი - ინოვაცია, რომელიც მგრძნობიარე კანის მოვლისადმი მეცნიერებაზე დაფუძნებულ ახალ მიდგომას წარმოადგენს. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საბერძნეთის საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში, KORRES-ის საერთაშორისო წარმომადგენელი, პარტნიორები, ინფლუენსერები და მედიის წარმომადგენლები. სტუმრები გაეცნენ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიას, დაათვალიერეს განახლებული პროდუქციის ხაზი და დეტალური ინფორმაცია მიიღეს მისი სამეცნიერო საფუძვლებისა და კლინიკურად დადასტურებული ეფექტურობის შესახებ.

korres

ღონისძიებას სპეციალურად ამ მიზნით საბერძნეთიდან ესტუმრა KORRES-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი ალექსანდროს ჯიანაკაკისი, რომელმაც ბრენდის ფილოსოფიასა და ტექნოლოგიის შექმნის პროცესზე ისაუბრა.

„KORRES-ისთვის ბერძნული იოგურტი მხოლოდ ინგრედიენტი არ არის - ის ჩვენი ბერძნული მემკვიდრეობის ნაწილია და პრობიოტიკების, ცილების, ვიტამინებისა და მინერალების ბუნებრივი წყაროა. SMART YOGHURT™ ტექნოლოგიის შექმნისას ბუნებრივი ინგრედიენტები თანამედროვე სამეცნიერო კვლევებთან გავაერთიანეთ, რის შედეგადაც შევქმენით ფორმულები, რომლებიც ხელს უწყობს კანის მიკრობიომის ბალანსს, კანის ბარიერის გაძლიერებასა და მგრძნობიარე კანის კომფორტის აღდგენას. მოხარულები ვართ, რომ ამ ინოვაციას ქართველ მომხმარებელს ჩვენს ექსკლუზიურ პარტნიორ „იმპექსთან“ ერთად ვაცნობთ,“ — განაცხადა ალექსანდროს ჯიანაკაკისმა, KORRES-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა.

პროდუქციის პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ბრენდისთვის სპეციალურად შექმნილ აქტივობებში, გამოსცადეს ახალი პროდუქტები, დაესწრნენ ბერძნული კულტურით შთაგონებულ სანახაობრივ წარმოდგენას და მონაწილეობა მიიღეს გათამაშებაში.

თანამედროვე სამყაროში კანის მგრძნობელობა სულ უფრო გავრცელებულ გამოწვევად იქცა. სწორედ ამის საპასუხოდ KORRES-მა შექმნა განახლებული Greek Yoghurt-ის ხაზი, რომელიც დაფუძნებულია SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე. ტექნოლოგია ხელს უწყობს კანის მიკრობიომის ბალანსის აღდგენას, ბუნებრივი დამცავი ბარიერის გაძლიერებასა და კომფორტის შეგრძნების დაბრუნებას.

korres

KORRES Greek Yoghurt-ის ხაზის საფუძველში ნამდვილი ბერძნული იოგურტია - ბუნებრივი წყარო, რომელიც მდიდარია პრობიოტიკებით, ცილებით, ვიტამინებითა და მინერალებით. SMART YOGHURT™ კომპლექსი ასევე აერთიანებს შვრიის რძეს, პრე- და პრობიოტიკებსა და ზღვის წყალმცენარეების ნუტრიენტებს, რაც კანს ეხმარება გაუმკლავდეს გაუწყლოებას, გაღიზიანებას, ქავილს, დაჭიმულობას, სიწითლეს, არათანაბარ ტექსტურასა და კანის ბარიერის დაზიანებას.

განახლებული ხაზის მთავარი პროდუქტი Smart Yoghurt™-ის სუპერ შრატია პრობიოტიკებით, რომელიც კანის მგრძნობელობის 9 ნიშნის წინააღმდეგ მოქმედებს. შრატი შეიცავს 97.7% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს, დერმატოლოგიურად ტესტირებულია, არ შეიცავს პარფიუმს, გამოირჩევა ბუნებრივი წარმოშობის სურნელით და სპეციალურად მგრძნობიარე კანის საჭიროებებზეა მორგებული.

განახლებული SMART YOGHURT™-ის ხაზი, სუპერ შრატთან ერთად, მოიცავს გელ-კრემსა და ინტენსიურ კრემს პრობიოტიკებით. Greek Yoghurt-ის ხაზში ასევე ხელმისაწვდომია ოფთალმოლოგიურად ტესტირებული თვალის გელ-როლერი და ბრენდის საკულტო სახის გამწმენდი კრემი პრობიოტიკებით.

korres

„მოხარული ვართ, რომ მსოფლიოში აღიარებული ბერძნული პრემიუმ ბრენდი KORRES საქართველოში ექსკლუზიურად „იმპექსის“ ქსელშია წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში ჩვენს მომხმარებელს გავაცანით ბრენდის უახლესი ტექნოლოგიური ინოვაცია - SMART YOGHURT™-ის ხაზი და გავუზიარეთ, როგორ გარდაიქმნა ტრადიციული ბერძნული იოგურტი, თანამედროვე კოსმეტიკური მეცნიერების დახმარებით, მაღალტექნოლოგიურ ფორმულად. ამ სამეცნიერო მიღწევის და მრავალწლიანი კვლევების შედეგია SMART YOGHURT™-ის ახალი თაობის დაპატენტებული ტექნოლოგია, რომელიც მიკრობიომის კვლევებზე დაყრდნობით კანის მოვლის სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს“ - განაცხადა ნინო დგვეფაძემ, „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელის სტრატეგიული განვითარების დირექტორმა.

საქართველოში KORRES-ის ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“. Greek Yoghurt SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კოსმეტიკური ხაზის პროდუქტები უკვე ხელმისაწვდომია „იმპექსის“ ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

korres

KORRES-ის შესახებ

KORRES ბერძნული წარმოშობის გლობალური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ბუნებრივ ინგრედიენტებს, ფარმაცევტულ ცოდნასა და თანამედროვე სამეცნიერო კვლევებს აერთიანებს. ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს უსაფრთხო, ეფექტურ და კლინიკურად დადასტურებულ კანის მოვლის საშუალებებს, რომლებიც ბუნებისა და მეცნიერების ჰარმონიულ შერწყმას ეფუძნება.

R