10 წელზე მეტი ერთად - "მის საქართველო" ნია წივწივაძე და ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურია - ბედნიერი ოჯახი და ზაფხულის არდადეგები - Marao

10 წელზე მეტი ერთად - "მის საქართველო" ნია წივწივაძე და ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურია - ბედნიერი ოჯახი და ზაფხულის არდადეგები

2026-07-07 14:19:21+04:00

საზოგადოებამ ნია წივწივაძე 2013 წელს კიდევ უფრო ახლოს გაიცნო, როდესაც მან ქვეყნის მთავარი სილამაზის კონკურსის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა და "მის საქართველო" გახდა. თუმცა, წარმატებული სამოდელო კარიერის პარალელურად, ნიამ ცხოვრების უმთავრესი სიყვარული იპოვა.

ნია და ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურია უკვე 10 წელზე მეტია, რაც დაოჯახებულები არიან. წყვილის ბედნიერების მთავარი წყარო მათი შვილები – ტყუპები, ანო და ალექსანდრე არიან. 

ამჟამად წყვილი ცხელ ზაფხულს შვილებთან ერთად, თურქეთის ერთ-ერთ ულამაზეს კურორტზე, ანტალიაში ატარებს.

nia-tsivtsivadze

nia-tsivtsivadze

nia-tsivtsivadze

nia-tsivtsivadze

nia-tsivtsivadze

  • "ერთი ჩვილის დედობაა რთული და ორი რომ გყავს ერთად, ფაქტობრივად, არ გძინავს" - "მის საქართველო" ნია წივწივაძე, როგორც ტყუპების დედა და განსაკუთრებული ამპლუა 

ნია წივწივაძეს ოჯახი

ნია „მის საქართველო 2017“-გამარჯვებულია. ღონისძიება თბილისში გაიმართა. მომდევნო წელს ნიამ საქართველო "მის მსოფლიოს" კონკურსზე წარადგინა. კონკურსი ჩინეთის ქალაქ სანიაში გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ვერ მოხვდა, მისმა მონაწილეობამ ხაზი გაუსვა საქართველოს ყოფნას სილამაზის მსოფლიო კონკურსის სცენაზე. 

ამჟამად ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს. ნია სამოდელო საქმიანობაში იმდენად აქტიური აღარ არის. ის სპორტის დიდი გულშემატკივარია და ამ მიმართულებით აგრძელებს კარიერას.

ნია 1994 წლის 1 სექტემბერს, თბილისში დაიბადა. ის ნინო ცქიტიშვილის look models-ის მოდელი იყო და ჩინეთში სამოდელო კარიერის დიდი გამოცდილება მიიღო. ნინას ბიზნესადმინისტრირების და მენეჯმენტის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. უყვარს მოგზაურობა, ცურვა, კითხვა და კინო... ნია სოციალურ ქსელშიც აქტიურია და გამომწერებს სიახლეებს ხშირად უზიარებს. ნია კალათბურთელი ბექა წივწივაძეს დაა.

ნიას მეუღლე  ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურიაა - თბილისის „დინამოს“ მცველი, ასევე - საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი. წყვილმა რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ ოჯახი შექმნა. ისინი ტყუპის, ანოს და ალექსანდრეს მშობლები არიან. 

  • "რა მაგარია, ორი საუკეთესო მეგობარი ერთად რომ შევიძინე" - მოდელი ნია წივწივაძისა და ფეხბურთელი ნიკა ჭანტურიას იუბილარი ტყუპები და ბედნიერი მომენტები 

nia-tsivtsivadze

"სანამ გამიცნობდა, მანამდე იცოდა ჩემ შესახებ. მოვწონდი და მერე, მეგობრების წრეში რომ გავიცანი, აქტიურობა დაიწყო. ნელ-ნელა განვითარდა ჩვენი ურთიერთობა: საერთო ინტერესები გვქონდა, გავუგეთ, ჩემთვის საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. კონკურსზე რომ ვაპირებდი გასვლას, მას ვკითხე აზრი და ძალიან გაუხარდა. უნდა, რომ ძალიან დაკავებული ვიყო - არ ვიჯდე სახლში და ყველგან ვიყო. რომ გავიმარჯვე, მითხრა: ძალიან მეამაყებიო. ფეხბურთელია და ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, არასდროს მინდოდა, სპორტსმენი შეყვარებული მყოლოდა, მაგრამ ასე გამოვიდა.

მგონია, რომ ქალი უფრო რომანტიკოსია. მე რომ გავიცანი, თვითონ იმდენად შორს იყო რომანტიზმისგან, ისიც კი არ იცოდა, სად იყიდებოდა ყვავილები. გოგოსთვის ყვავილი არასდროს მიჩუქებია, არ მქონია ეგეთი ურთიერთობაო. ადამიანი რომ გიყვარდება და ხედავ, რა სიამოვნებს, მერე ბუნებრივად გიჩნდება სურვილი, შესაბამისი სიურპრიზი გაუკეთო, მე ასე მგონია. მატერიალურ და ძვირფას საჩუქრებზე არ მაქვს საუბარი, ყურადღება ძალიან ელემენტარულ დეტალებში გამოიხატება. ცოტა ხნის წინ შეკრებაზე იყო წასული ქალაქგარეთ. მე თბილისში ვიყავი და ნახევარი საათით გაითავისუფლა თავი იმისთვის, რომ ლამის 12 საათზე ჩემთვის ყვავილები მოეტანა. ზუსტად ათი წუთით მოვიდა სახლში და მერე უკან დაბრუნდა" - ამბობდა ნია ერთ-ერთ ინტერვიუში. 

ნიამ ერთ-ერთ ინტერვიუში ტყუპების დედობაზე და გამოწვევებზე ისაუბრა

"ყველაზე რთული პირველი სამი-ოთხი თვე იყო. ერთი ჩვილის დედობაა რთული და ორი რომ გყავს ერთად, ფაქტობრივად, არ გძინავს. მე და ჩემი მეუღლე დღემდე ვხუმრობთ იმაზე, რომ პირველი სამი-ოთხი თვე საერთოდ არ გვახსოვს. დედაჩემი მეხმარებოდა ძალიან და მისი დიდი დამსახურებაა, რომ მე და ჩემს მეუღლეს გამოძინების საშუალება გვქონდა.

ჩვილებსაც კი იტოვებდა მარტო, რომ გათენებული ღამეების შემდეგ როგორღაც გამოგვეძინა. დამხმარე რომ გყავს, ძალიან ბევრს ნიშნავს. ვინც ახლა გადის ამ ეტაპს, ვეტყვი, რომ რაც დრო გადის, მით უფრო მარტივი ხდება, საინტერესოც და სასიამოვნოც. 

სამშობიაროდან რომ გამომწერეს, პირველივე დღიდან დავიწყე ზრუნვა, რომ ორივეს ერთნაირი რეჟიმი ჰქონოდა. როცა ოჯახში ორი პატარა გყავს, რეჟიმის გარეშე ურთულესი მგონია," - ამბობდა ნია.