შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე კადრებს იტალიიდან, კომოს ტბიდან აქვეყნებს:

კადრებში ქართველი ფოტომოდელი და ტელეწამყვანი რჩეულთან, ქართველ ბიზნესმენ მამუკა ურუშაძესთან ერთად ჩანს. ევა ბარბაქაძის მიერ გაზიარებულ ვიდეოში შორენა ბეგაშვილი თეთრი კაბითა და თაიგულით ჩანს, თუმცა მას საკუთარ გვერდზე ამ სიახლის შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.
შორენა ბეგაშვილი მამუკა ურუშაძეზე თებერვალში დაინიშნა: "I said YES! 4 წელი ერთად, საოცარი თავგადასავლებით სავსე. მსოფლიოს ულამაზესი ადგილები მოვინახულეთ და ხელი სახლში დივანზე მთხოვა" - წერდა მაშინ ბეგაშვილი.