შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე კადრებს იტალიიდან, კომოს ტბიდან აქვეყნებს - კადრებში ქართველი ფოტომოდელი და ტელეწამყვანი რჩეულთან, ქართველ ბიზნესმენ მამუკა ურუშაძესთან ერთად ჩანს. ევა ბარბაქაძის მიერ გაზიარებულ ვიდეოში შორენა ბეგაშვილი თეთრი კაბითა და თაიგულით ჩანს, თუმცა მას საკუთარ გვერდზე ამ სიახლის შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.

შორენა ბეგაშვილი მამუკა ურუშაძეზე თებერვალში დაინიშნა: "I said YES! 4 წელი ერთად, საოცარი თავგადასავლებით სავსე. მსოფლიოს ულამაზესი ადგილები მოვინახულეთ და ხელი სახლში დივანზე მთხოვა" - წერდა მაშინ ბეგაშვილი.
შორენა ბეგაშვილის ქორწილი
შორენა ბეგაშვილის ქორწილი მის დაბადების დღეს დაემთხვა - ემოციური წერილი გააზიარა ტელეწამყვანის დამ, ლელა ბეგაშვილმა:
"დღეს შენი დაბადების დღეა. მახსოვს შენი დაბადება, ისიც მახსოვს, როგორ გელოდი მთელი ცხრა წელი და როგორ უზომოდ გამიხარდა შენი თავი. მახსოვს, როგორი პატარა და ფუმფულა იყავი, ძალიან ლამაზი და საყვარელი.
ასე მგონია ჩემთვის გაჩნდი - რამდენი წელი გასულა, მაგრამ ჩემთვის ისევ ის პატარა და საყვარელი გოგო ხარ და, რაც მთავარია, ისევ ისე ძალიან მიხარიხარ და მიყვარხარ. ბედნიერებას გისურვებ, ძალიან, ძალიან დიდ ბედნიერებას", - წერს ლელა ბეგაშვილი. მან მოგვიანებით კადრები საქორწინო წვეულებიდანაც გააზიარა - იტალიაში გამართულ ქორწილში ქართული სიმღერაც აჟღერდა.
