ირაკლი კვირიკაძის, ელენე (ბეა) სვანიძის საავტორო გადაცემის, „UG Art პოდკასტის“ მორიგი სტუმარია. სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა გადაცემის ანონსი, სადაც მსახიობი საკუთარ ცხოვრებაზე, ამერიკულ გამოცდილებაზე, შეცდომებსა და შინაგან კრიზისზე საუბრობს.
"ჩავალაგე ყველაფერი - ჩემი 12 წლის ნაცხოვრები - და წამოვედი აქ... სადაც არ მიმუშავია, გინდ რესტორანში, გინდ ბარში...ვცდილობ, რომ განწყობის მიუხედავად მაინც ვწერო...ვფიქრობ, რომ ცოტა არასწორი ნაბიჯები გადავდგი... ძალიან ბევრ რაღაცებზე მაქვს უარი ნათქვამი... თითქოს მე თვითონ ვარ გაჩერებული...ამბავი უნდა დაიწყოს და უნდა დამთავრდეს...შოკი იყო ყველასთვის ის, რასაც აკეთებდნენ...მე თვითონ ვგრძნობ, რომ ამერიკელი არ ვარ... ფოტოს რომ მიღებენ, ყოველთვის მაქვს რაღაც უხერხულობის განცდა..." - ამბობს ირაკლი კვირიკაძე.

1992 წლის 8 ოქტომბერს დაიბადა მსახიობი ირაკლი კვირიკაძე. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. აღსანიშნავია, რომ ირაკლი მსახიობების ოჯახიდანაა. ის "ღიმილის ბიჭების" ვარსკვლავის, კახა ქორიძის შვილიშვილია. დედაც ნინო ქორიძეც ცნობილი მსახიობია.
2014 წელს ირაკლიმ მთავარი როლი ითამაშა ფილმში „Tbilisi, I Love You“. იმავე წელს ის ნიუ-იორკში გაემგზავრა სამსახიობო კურსების გასავლელად ცნობილ Stella Adler Studio-ში. ნიუ-იორკში სწავლის დროს ის ქართველ რეჟისორს, რეზო გიგინეიშვილს, შეხვდა, რომელმაც მას მთავარი როლის შესრულება შესთავაზა ფილმში „მძევლები“. ფილმის პრემიერა ბერლინის 68-ე კინოფესტივალზე შედგა, სადაც ირაკლი ევროპის ყველაზე ნიჭიერ და პერსპექტიულ მსახიობთა ათეულში მოხვდა და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც „ევროპის ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდო დაიმსახურა.
ირაკლი დაოჯახებული იყო, მისი მეუღლე ელენე მახარაშვილი იყო, რომელთა ოჯახი მალევე დაინგრა.
„მამა, დავით კვირიკაძე, ამერიკაში ცხოვრობდა, იქ თვითონ ჩამიყვანა. მერე ისე მოხდა, რომ თვითონ თბილისში ჩამოვიდა და მე დავრჩი. თავიდან, რა თქმა უნდა, რთული იყო. არ ვიყავი იმისთვის მზად. დამოუკიდებლობას ნაკლებად ვიყავი შეჩვეული. ყოველთვის გარშემო მყავდა ადამიანები, რომლებიც ზედმეტად ზრუნავდნენ ჩემზე და აკეთებდნენ იმას, რაც ალბათ მე უნდა გამეკეთებინა... ნიუ-იორკში ჩასვლა თავიდან შოკი აღმოჩნდა. აღმოჩნდა, რომ ნებისყოფა მაქვს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ამაში ბევრი ადამიანი მომეხმარა. პირველ რიგში, ჩემი ცოლი, ელენე მახარაშვილი რომ არ ჩამოსულიყო და არ დაწყებულიყო ჩვენი თანაცხოვრება, არ ვიცი, რა მოხდებოდა. ელენეს ჩამოსვლის შემდეგ მარტო აღარ ვიყავი. ოჯახმა ერთად "გავქაჩეთ“, - ასე ამბობდა ირაკლი კვირიკაძე 2023 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში. ერთი წლის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ირაკლისა და ელენეს ოჯახი დაინგრა და ახლა ისინი ცხოვრებას ცალ-ცალკე აგრძელებენ.