მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ცოლად ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეს გაჰყვა. წყვილი თებერვალში დაინიშნა, ქორწილი კი 8 ივლისს, შორენას დაბადების დღეზე გადაიხადეს.
წვეულება იტალიაში, ულამაზეს კომოს ტბაზე გაიმართა. ქორწილის კადრები სოციალურ ქსელში შორენას ქალიშვილმა, ევა ბარბაქაძემ გაავრცელა, რომელიც საღამოს თავის რჩეულთან ერთად ესწრებოდა.



შორენა ბეგაშვილის ქორწილი
შორენა ბეგაშვილი მამუკა ურუშაძეზე თებერვალში დაინიშნა: "I said YES! 4 წელი ერთად, საოცარი თავგადასავლებით სავსე. მსოფლიოს ულამაზესი ადგილები მოვინახულეთ და ხელი სახლში დივანზე მთხოვა" - წერდა მაშინ ბეგაშვილი.
შორენა ბეგაშვილის ქორწილი მის დაბადების დღეს დაემთხვა - ემოციური წერილი გააზიარა ტელეწამყვანის დამ, ლელა ბეგაშვილმა:
"დღეს შენი დაბადების დღეა. მახსოვს შენი დაბადება, ისიც მახსოვს, როგორ გელოდი მთელი ცხრა წელი და როგორ უზომოდ გამიხარდა შენი თავი. მახსოვს, როგორი პატარა და ფუმფულა იყავი, ძალიან ლამაზი და საყვარელი.
ასე მგონია ჩემთვის გაჩნდი - რამდენი წელი გასულა, მაგრამ ჩემთვის ისევ ის პატარა და საყვარელი გოგო ხარ და, რაც მთავარია, ისევ ისე ძალიან მიხარიხარ და მიყვარხარ. ბედნიერებას გისურვებ, ძალიან, ძალიან დიდ ბედნიერებას", - წერს ლელა ბეგაშვილი. მან მოგვიანებით კადრები საქორწინო წვეულებიდანაც გააზიარა - იტალიაში გამართულ ქორწილში ქართული სიმღერაც აჟღერდა.