ნინო ხაჟომია წლების წინ აქტიურად ჩანდა ეკრანებზე. ის 2020 წელს აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების რედაქტორად დანიშნეს, მას შემდეგ კი ეკრანიდან უფრო მეტად კულისებში გადაინაცვლა და მოგვიანებით საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. მან მთაში, ზღვის დონიდან 2 800 მეტრის სიმაღლეზე კაფე-ბარი გახსნა.
ნინო ხაჟომიას ბრძოლა მძიმე სენთან
ნინო ხაჟომია სოციალურ ქსელში აქტიურად დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის მძიმე სენს ებრძოდა - ნინო ხაჟომიამ ძუძუს კიბო დაამარცხა, საკუთარი გამოცდილება კი სხვა ქალებს საჯაროდ არაერთხელ გაუზიარა - ის ბევრისთვის ბრძოლისა და გამძლეობის მაგალითად იქცა.
"ზუსტად ერთი წლის წინ ქიმიოთერაპიის პირველი კურსი დავამთავრე! ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთი წლის შემდეგ ამ ფოტოს გადავიღებდი - მთაში, ღიმილით და უდიდესი მადლიერებით. მადლობა სიცოცხლეს", - წერს ნინო ხაჟომია.
