ნიკა ლომიძისა და თეა გობეჯიშვილის ქალიშვილი მნიშვნელოვანი წარმატების შესახებ: "მადლიერი ვარ ყველა იმ შესაძლებლობისთვის, რაც მომეცა" - Marao

ნიკა ლომიძისა და თეა გობეჯიშვილის ქალიშვილი მნიშვნელოვანი წარმატების შესახებ: "მადლიერი ვარ ყველა იმ შესაძლებლობისთვის, რაც მომეცა"

2026-07-12 20:57:31+04:00

"რამდენიმე დღის წინ მომეცა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი  ჟიური ერთ-ერთი წევრი კონკურსზე. დიდი სიამოვნება იყო სცენაზე ყველა მოცეკვავის გამოსვლისა და გამორჩეული ნიჭის ხილვა. ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ შესაძლებლობისთვის, რაც მომეცა", - წერს სოციალურ ქსელში ნიტა ლომიძე. 

NITA-LOMIDZE

ნიტა ლომიძე - ოჯახი და კარიერა

ჯერ კიდევ ძალიან პატარა გოგონამ არაერთ ფილმში ითამაშა, რეჟისორმა დათო დოიაშვილმა თავის სპექტაკლებში სცენაზეც დააყენა. 13 წლის ასაკში კი საოცარი ცეკვით და პლასტიკურობით შოუს "შენ შეგიძლია ცეკვა" გამარჯვებული გახდა და ბინითაც დაასაჩუქრეს. ხალხის რჩეულმა და საუკეთესო მოცეკვავემ სკოლა აშშ-ში დაამთავრა. 

  • "მე და ნიკა 23 წელია, რაც ერთად ვართ და ჩვენი სიყვარული უფრო გამყარდა" - წარმატებული წყვილის ბედნიერი ოჯახი: თეა გობეჯიშვილი და ნიკა ლომიძე

"ნიტამ ასე გადაწყვიტა, ამერიკაში ესწავლა. სამი წლის წინ, ერთ-ერთი ჩვენი კომპანიის დახმარებით, იქ თავისი მონაცემები, პორტფოლიო გააგზავნა, თითქმის 100%-იანი დაფინანსება მიიღო და სასწავლებლად გაემგზავრა. ცხოვრობს კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესთან ახლოს, არტ-სკოლაში ცეკვის მიმართულებით უკვე მესამე წელია, სერიოზულ კურსს გადის. სკოლას წელს ამთავრებს და კოლეჯში ჩაბარებას აპირებს, რისთვისაც ძალიან ემზადება. ირჩევს კოლეჯებს და განცხადებებს აგზავნის", - ამბობდა 2021 წელს ნიტა ლომიძის შესახებ მისი მამა, ნიკა ლომიძე. 

  • "გაგვიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ ჩვენგან შორს უნდა ყოფილიყო... ეს სირთულეები როგორღაც გადავლახეთ; ჩვენც თავს ძალა დავატანეთ, რომ ბავშვს კარგი მომავალი ჰქონდეს" - ნიკა ლომიძე ქალიშვილის, ნიტა ლომიძის ამერიკული ცხოვრების შესახებ

ნიკა ლომიძისა და თეა გობეჯიშვილის ქალიშვილი, ნიტა ლომიძე საზოგადოებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო, როცა ის ფილმში "ცელქი ბავშვები" გამოჩნდა. ამას მოჰყვა კიდევ რამდენიმე წარმატებული პროექტი, მოგვიანებით კი მისმა გამოჩენამ პროექტში "შენ შეგიძლია ცეკვა" ნიტა ლომიძეს უდიდესი აღიარება, სიყვარული და გამარჯვება მოუტანა. 

დღეს ნიტა აშშ-ში ცხოვრობს და საქმიანობს - ის განათლებას Joffrey Ballet School-ში იღებს და, ცეკვასთან ერთად, სწავლობს სამსახიობო ხელოვნებას, მუსიკას და ყველა საჭირო დისციპლინას. დღესასწაულებისა და არდადეგების პერიოდს კი ახალგაზრდა წარმატებული მოცეკვავე ხშირად მშობლებთან ერთად, საქართველოში ატარებს.