"მე მისთვის ქალიშვილი ვარ, ციცი კი ჩემთვის ძალიან ახლო მეგობარია" - მარინა კარპი ოჯახისა და დედამთილის შესახებ - Marao

"მე მისთვის ქალიშვილი ვარ, ციცი კი ჩემთვის ძალიან ახლო მეგობარია" - მარინა კარპი ოჯახისა და დედამთილის შესახებ

2026-07-12 21:14:50+04:00

მარინა კარპისა და გიგი დედალამაზიშვილის ოჯახს საქართველოში კარგად იცნობენ - ერთგულებით, სილაღითა და განსაკუთრებული სიყვარულით გამორჩეულს წყვილს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მარინა უკრაინელი ფოტოგრაფია, გიგი კი ყველასთვის კარგად ნაცნობი მუსიკალური ჯგუფის, "მგზავრების" სოლისტი. სწორედ მუსიკამ დააკავშირა ისინი, როცა გიგი მეგობრებთან ერთად უკრაინაში ჩავიდა. 

დღეს მარინა კარპისა და გიგი დედალამაზიშვილის ლამაზი ოჯახი აქვთ - ზრდიან ორ შვილს, აქვთ წარმატებული კარიერა  და მათი სიყვარული ბევრისთვის სამაგალითოა. სწორე დოჯახსა და ურთიერთობებზე ისაუბრეს მათ პოდკასტში  V ელემენტი  სტუმრობისას: 

GIGI-MARINA

მარინა კარპი ოჯახისა და ურთიერთობების შესახებ

- უკრაინაში უფრო სიდედრისა და სიძის თემაა, არც კი ვიცოდი, რომ აქ დედამთილი-რძლის ურთიერთობაზე ასეთი სტერეოტიპები და მოლოდინები არსებობდა. მე რაც მახსოვს, პირველი ინტერვიუდან მოყოლებული, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა ყოველთვის ჩემი და ციცის ურთიერთობა იყო. ძალიან მიკვირდა, რატომ მეკითხებოდნენ ამას. თითქოს ყველას აინტერესებდა, ხომ არ გვქონდა რამე პრობლემა. საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რატომ არსებობდა ასეთი კითხვა.

ციკო ჩემთვის დედიკოა. თავიდანვე ასე გადავწყვიტეთ. მე მისთვის ქალიშვილი ვარ, ციცი კი ჩემთვის ძალიან ახლო მეგობარია. მართლა ერთი ოჯახი ვართ. მე და გიგი როცა ვჩხუბობდით, სულ მეუბნებოდა: „გიგი წავიდეს, შენ ჩემთან რჩები.“ ჩემთვის სულ ერთი იყო, ვინ სად წავიდოდა - მე და ციცი ყოველთვის ერთად ვიყავით. მართლა ძალიან ახლო მეგობრები ვართ.

MARINA-KARPI