"ნიკო 56 წლის" - ტასო გომელაური მშობლებთან ერთად გადაღებულ საარქივო ფოტოს აქვეყნებს - Marao

"ნიკო 56 წლის" - ტასო გომელაური მშობლებთან ერთად გადაღებულ საარქივო ფოტოს აქვეყნებს

2026-07-13 12:13:39+04:00

გამორჩეული ქართველი მსახიობი და პოეტი, ნიკო გომელაური, 12 ივლისს 56 წლის გახდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ნაადრევად გარდაიცვალა, მისი დატოვებული შემოქმედება საზოგადოების მეხსიერებაში კვლავინდებურად ცოცხლობს.

ამ თარიღთან დაკავშირებით, ნიკოს ქალიშვილმა, ტასო გომელაურმა, სოციალურ ქსელში ემოციური საარქივო ფოტო გააზიარა. კადრში პატარა ტასო მშობლებთან - ნიკო გომელაურთან და მსახიობ ეკა ნიჟარაძესთან ერთად არის. 

niko-gomrlauri

  • "რაღაცებს ვნანობ... ნიკოს ბოდიშს მოვუხდიდი იმისთვის, რომ გული ვატკინე" - რას იხსენებს ეკა ნიჟარაძე ნიკო გომელაურზე 

ტასო გომელაური მამაზე

ტასო გომელაური ნიკო გომელაურის შვილია, ის იშვიათად ჩნდება საზოგადოების წინაშე და მამაზეც იშვიათად საუბრობს.

„ნიკო გრძნობდა, რომ დაშორება ძალიან განვიცადე, რადგან მის მხარეს უფრო მეტად ვიყავი. თუმცა ამაზე არასდროს ულაპარაკია, მეც არ მიკითხავს, მაგრამ ეკასთან უფრო მილაპარაკია ამ თემაზე. რიდის მომენტი მაინც მქონდა.

  • ბედნიერი ოჯახი, საკუთარი ბიზნესი და მოგონებები მამაზე: გაიცანით უფრო ახლოს ტასო გომელაური 

ჩვენ ვაკის სახლში ვცხოვრობდით, ნიკოს დედასთან ერთად. შემდეგ, როცა ეკა და ნიკო დაშორდნენ, მე ვიყავი ექვსი წლის და გადავედით ეკას დედასთან საცხოვრებლად. ნიკომ ნინა რომ შეირთო, მაშინ თეატრის საგრიმიოროში ცხოვრობდნენ, დაახლოებით 3-4 თვეს, ეს პერიოდი კარგად მახსოვს. ნინა რომ გამაცნო, ძალიან მომწონდა. სავარჯიშოდ ვიყავი და იქ მომაკითხეს. ნინას ჰყავს ჩემი ასაკის შვილი, ელენე და ჩემი ტოლი ბავშვი რომ დავინახე, მოვიხიბლე.

მამაჩემი რაღაცნაირად მეცოდებოდა და რომ მივხვდი, ბედნიერი იყო, მსიამოვნებდა. მე მაინც მამის მხარეს ვიყავი, რადგან დაშორებას ნიკო ძალიან განიცდიდა. როცა სვამდა, კიდევ უფრო ვერ მალავდა ამ ემოციას. შემდეგ ნინა რომ გაიცნო და მართლა კარგად იყო, ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

  • "მე მაინც მამის მხარეს ვიყავი, რადგან დაშორებას ნიკო ძალიან განიცდიდა" - მოგონებები მამაზე - რას ჰყვება ტასო გომელაური 

ნიკო რომ გარდაიცვალა, 18 წლის ვიყავი, ამ წელს ვაბარებდი უნივერსიტეტში. ექიმებმა ნიკოს დიაგნოზი პირდაპირ უთხრეს, მაგრამ მე არ მითხრეს, ეს სრულიად შემთხვევით გავიგე. დედაჩემს გავუბრაზდი ეს რომ არ მითხრეს, ვთვლი, რომ საერთოდ არ იყო დასამალი, პირიქით, ბევრად ცუდია სხვისგან, ქუჩაში რომ იგებ" - ამბობდა ტასო გომელაური.