"სულ ვფიქრობ, რამხელა ბედნიერება იყო, რომ მერაბი შემხვდა და ნატალია გავაჩინე" - ეკა მამალაძე ყოფილ მეუღლეზე - Marao

"სულ ვფიქრობ, რამხელა ბედნიერება იყო, რომ მერაბი შემხვდა და ნატალია გავაჩინე" - ეკა მამალაძე ყოფილ მეუღლეზე

2026-07-15 13:37:10+04:00

ცნობილი ქართველი მომღერალი ეკა მამალაძე „ტვ პირველის“ გადაცემა „პირველი სტუდიის“ სტუმარი იყო, სადაც მაყურებელს საკუთარი ცხოვრების ყველაზე პირადი და ემოციური დეტალები გაუზიარა. მომღერალმა გულახდილობით ისაუბრა ყოფილ მეუღლეზე, მერაბ ქუთათელიძეზე და იმ დიდ სიყვარულზე, რომელმაც მათ საერთო შვილი - ნატალია აჩუქა.

"სულ ვფიქრობ, რამხელა ბედნიერება იყო, რომ მერაბი შემხვდა და ნატალია გავაჩინე. ნატალია ასეთი სიყვარულით გაჩნდა, მერე ნიჭიერიც აღმოჩნდა... ამ ყველაფერს დღეს ძალიან კარგად და მშვიდად ვუყურებ. არ ვიცი, ეს რა არის – იღბალი თუ სხვა რამ, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ასე ვფიქრობდი და, ამასთანავე, ყველაფერი ასეც მოხდა, რაღაცნაირად კარგი ამბები გამოვიდა. მერაბთანაც დასრულდა ურთიერთობა, იქაც იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ...," - ამბობს ეკა მამალაძე.

eka-mamaladze

  • "გოგოზე ვოცნებობდი, შეპყრობილივით ვიყავი და წარმოიდგინეთ, 30 წლის ასაკში მე გამიჩნდა ნატალიკო" - ეკა მამალაძე ქალიშვილის შესახებ 

ვინ არის მერაბ ქუთათელაძე

ნატალია ქუთათელაძეს მამა მერაბ ქუთათელაძეა. მერაბი პროფესიით ბიოლოგი იყო, მაგრამ ამ მიმართულებით არასდროს ყოფილა დასაქმებული. 

მერაბი ეკა მამალაძის მეორე მეუღლეა. წინა ქორწინებიდან ეკას ორი ვაჟი, ლევანი და გოგი ჰყავს. 

ეკა ჟურნალ სარკესთან ინტერვიუში მერაბის გაცნობის ისტორიას იხსენებდა:

"31 წლის ასაკში მერაბ ქუთათელაძეს გავყევი ცოლად. ის ბიოლოგი გახლავთ, მაგრამ თავისი პროფესიით არ უმუშავია. ლევანიკოს კლასელის მშობლების ახლობელი იყო და მათთან გავიცანი. მერე მოსკოვში შევხვდით ერთმანეთს, იქ სწავლობდა. დავმეგობრდით. მამაკაცში ყველაზე ძალიან განათლება, ინტელექტი და ერუდიცია მომწონდა და მერაბიც სწორედ ასეთი გახლდათ. მას ჩემს ბიჭებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, დედაჩემთანაც მეგობრობდა, მაგრამ მისი ცოლობა იმიტომ უფრო გადავწყვიტე, რომ თავისუფალი იყო, მეუღლე არც ერთს გვყავდა, ორივენი მარტო ვიყავით და ოჯახის დანგრევის პრობლემა არ გვქონდა. აუცილებელია ადამიანს, მით უფრო ქალს, გვერდით ვიღაც ჰყავდეს. შვილები დაიზრდებიან და წავლენ, რადგან თავიანთი ცხოვრება აქვთ, შენ კი მარტო რჩები, ამიტომ ცხოვრების მეგობარი უნდა გყავდეს…

მე და მერაბმა ვიქორწინეთ. “ოცნება ამისრულდა”, – გავიფიქრე, როდესაც ნატალია შემეძინა. ის იყო ჩემი ოცნების ახდენა.

  • "მამა კი მეუბნებოდა - შენზე უკეთესი არ არსებობს, შენზე ლამაზი არავინააო..." - რას იხსენებს ნატალია ქუთათელაძე 

merab-kutateladze

  • ვინ იყო მერაბ ქუთათელაძე და როგორი იყო მამა-შვილის ურთიერთობა: "ნატალია 12-13 წლის იყო, როდესაც მე და მერაბი დავშორდით. არც მე და არც მას ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, მაგრამ…" 

ნატალია 1991 წელს გაჩნდა და საქართველოში ომი, არეულობაც დაიწყო, მაგრამ იმდენად გახარებული ვიყავი, რომ ამას ვერც ვგრძნობდი. სახლში გათბობაც არ გვქონდა, მე კი ბედნიერი ვიყავი, რადგან მთელი ჩემი ოჯახი ჩემთან იყო, ბებია (ნატალია წლინახევრის იყო, ცაბუ რომ გარდაიცვალა), ბაბუა, ჩემი ბიჭები, დედა და საყვარელი ადამიანი. ყველანი სამზარეულოში ვისხედით, რადგან იქ თბილოდა. ნატალიას კალათა სამზარეულოს მაგიდაზე გვედგა, სადაც ჩვენი პატარა იწვა, უფროსები კი ღუმელთან ვიყავით მოკალათებული და ათას რამეზე ვლაპარაკობდით. ასე გადავიტანეთ მძიმე დღეები.

ნატალია 12-13 წლის იყო, როდესაც მე და მერაბი დავშორდით. არც მე და არც მას ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, მაგრამ… ჩვენი ურთიერთობა შეიცვალა, ალბათ ასეც ხდება ცხოვრებაში. ჩემთვის მიუღებელია, შვილების გულისთვის ცოლ-ქმარმა ერთად იცხოვრონ, მაგრამ სულ ჩხუბი და კამათი ჰქონდეთ. ამით შვილებს უფრო დააზარალებ. ნატალია ჩვენს გადაწყვეტილებას აბსოლუტურად მშვიდად შეხვდა. ალბათ ეს მშობლებზეც არის დამოკიდებული. მას ბებია ტატულისთან და მამიდასთან, მარიკასთან, ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ბავშვი ახლობლებს არ მოვწყვიტე. ტატული 53-ე სკოლის დირექტორი იყო (ნატალიამ ეს სკოლა დაამთავრა). მარიკა კი კერძო სკოლა “XXI საუკუნის” დირექტორია. ჩემი გოგონასთვის ის დღემდე უერთგულესი მამიდაა." - იხსენებს ეკა ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში.