გიორგი კელაპტრიშვილისა და ცირა კობიაშვილის წყვილი საზოგადოებამ წყვილის ამპლუაში სულ ახლახან გაიცნო - მათ ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს და საკუთარი სიყვარულის შესახებ საჯაროდ დაწერეს.

"ჩემი ფავორიტი ფოტო ჩემს ფავორიტ ადამიანთან ერთად", - დაწერა მომღერალმა.
ცირა კობიაშვილი და გიორგი კელაპტრიშვილი
მანამდე მსმენელმა ორივე მათგანი პოპულარული მუსიკალური შოუებიდან გაიცნო - გიორგი კელაპტრიშვილი დაიბადა 1991 წლის 12 თებერვალს. მისი ბაბუა ომარ კელაპტრიშვილი ასევე მომღერალი იყო. 2018 წელს გიორგიმ გამარჯვება მოიპოვა პროექტ „მხოლოდ ქართულის“ მეორე სეზონში.
ცირა კობიაშვილი სცენაზე უფრო ადრე გამოჩნდა - პროფესიით ფსიქოლოგისთვის, რომლისთვისაც სხვისი ემოციების სიღრმისეული გაგება და მხარდაჭერა ბუნებრივი მდგომარეობაა, სცენა და ცხოვრება უდიდეს პასუხისმგებლობასთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ხისტი ხასიათის გამო ზოგჯერ უცხო თვალისთვის ცივი ან მიუკარებელი ჩანს, რეალურად ის საოცრად უშუალო, გულწრფელი და თვითკრიტიკული ადამიანია.
მისი ცხოვრებისეული ფილოსოფია და ყოველდღიური გამბედაობა მარტივ, მაგრამ უმნიშვნელოვანეს პრინციპს ეფუძნება:„სჯობს სცადო, ვიდრე მთელი ცხოვრება გაინტერესებდეს - რომ გეცადა, რა მოხდებოდა“.
ეს მიდგომა მას არა მხოლოდ შემოქმედებაში, არამედ საკუთარ თავთან ურთიერთობასა და კომპლექსების დაძლევაშიც ეხმარება. დღეს ის უკვე თამამად ამბობს უარს ხელოვნურ სტანდარტებზე და ნამდვილ სილამაზეს სულ სხვა, უფრო ღრმა განზომილებაში ხედავს: „კარგ ფორმაში ყოფნისთვის ქალს ბედნიერების განცდა, შინაგანი სიმშვიდე სჭირდება...“