ეჯე ირთემის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია: რა წერია სამედიცინო ექსპერტიზის ოქმში - Marao

ეჯე ირთემის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია: რა წერია სამედიცინო ექსპერტიზის ოქმში

2026-07-16 13:37:05+04:00

თურქი მსახიობი ეჯე ირთემი ეთილის სპირტით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა - ნათქვამია თურქეთის სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო გაკვეთის ოქმში. ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა, რომ მის სისხლში ალკოჰოლის შემცველობა დაშვებულ ნორმას თითქმის რვაჯერ აჭარბებდა, რამაც დანიშნულ ანტიდეპრესანტებთან ერთად ფატალური შედეგი გამოიწვია. 

  • გარდაცვლილი თურქი მსახიობის დედის ჩვენება: "ის ძალიან ბევრ ალკოჰოლს სვამდა და ამავდროულად, მძიმე ანტიდეპრესანტებსაც იღებდა“

35 წლის ვარსკვლავი 2026 წლის 15 ივნისს, საკუთარი დაბადების დღიდან სულ რაღაც ერთ დღეში გარდაიცვალა. პირველადი ცნობებით, გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდებოდა. ოჯახის მოთხოვნით დაწყებული თავდაპირველი გამოძიება ასევე სწავლობდა ვერსიას, ხომ არ ითამაშა გარკვეული როლი მის გარდაცვალებაში ტაილანდში მაიმუნის მიერ მიყენებულმა ნაკბენმა. თუმცა, გაკვეთის შედეგად ნაკბენსა და გარდაცვალებას შორის კავშირი არ დადასტურდა და ოფიციალურ მიზეზად საბოლოოდ ეთილის სპირტით გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაცია დასახელდა.

ece

დედის ჩვენება

გამოცემა En.Haberler გარდაცვლილი დედის კომენტარს აქვეყნებდა. დედამ, ნურიე ირტემმა, რომლის ჩვენებაც პოლიციამ ჩამოართვა, განაცხადა, რომ იმ ღამეს მისი შვილი ძლიერ ნასვამი იყო, მძიმე ანტიდეპრესანტებს იღებდა და დასაძინებლადაც თავად დააწვინა: 

„17:51 საათზე ჩვენი სახლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ დაწესებულებაში წავედით დაბადების დღის აღსანიშნავად. ტორტი გავჭერით და ერთად გავერთეთ. 20:36 საათზე კი სახლში დავბრუნდით. ვინაიდან ჩემი შვილი ანტიდეპრესანტების მიღების შემდეგ ალკოჰოლისგან ძლიერ იყო მთვრალი, დასაძინებლად დავაწვინე. ღამით გავიგონე, როგორ ადგა ტუალეტით სარგებლობისთვის და მერე ისევ საწოლს დაუბრუნდა“.

  • "ცხვარი რომ მოხვდება მგლების ხროვაში, ზუსტად ეგეთი შეგრძნება მქონდა" - ნანუკა სტამბოლიშვილი კრიტიკისა და ნეგატიური კომენტარების შესახებ

დედამ აღნიშნა, რომ დილით, როცა შვილმა ვერ გაიღვიძა, მის ოთახში შევიდა. მან  სურათი, რომელიც ოთახში დახვდა, შემდეგი სიტყვებით აღწერა:

„დილით საუზმეზე დავუძახე, მაგრამ არ მიპასუხა. ოთახში რომ შევედი, დავინახე, რომ პირიდან მუქი ფერის სითხე მოსდიოდა. ის ძალიან ბევრ ალკოჰოლს სვამდა და ამავდროულად, მძიმე ანტიდეპრესანტებსაც იღებდა“.

ece

ეჯე ერთემი - ახალგაზრდა ვარსკვლავი დიდი ოცნებებით

თურქული კინოსა და ხელოვნების სამყაროში ხშირად ვხვდებით ნიჭიერ ადამიანებს, თუმცა მათ შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ ისინი, ვინც სცენურ ოსტატობასთან ერთად მუსიკალურ სამყაროსაც აერთიანებენ. სწორედ ასეთი გამორჩეული, მრავალმხრივი და ქარიზმატული ხელოვანი იყო ახალგაზრდა თურქი მსახიობი ეჯე ერთემი (Ece İrtem), რომელმაც მაყურებლის გული არა მხოლოდ ნიჭით, არამედ საოცარი ეკრანული ენერგეტიკითაც დაიპყრო.

მისი ცხოვრებისა და შემოქმედების გზა 1991 წლის 5 იანვარს, ისტორიულ ქალაქ სივასში დაიწყო. ეჯეს ხელოვნებისადმი სიყვარული ადრეული ასაკიდანვე თან სდევდა, თუმცა მისი პროფესიული არჩევანი თავდაპირველად მუსიკალურ სცენას უკავშირდებოდა. მან იაშარის უნივერსიტეტის მუსიკისა და სცენური ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა, სადაც საოპერო ვოკალის მიმართულებით მიიღო აკადემიური განათლება. პროფესიონალი მომღერლის ხავერდოვანმა ხმამ და სცენურმა პლასტიკამ მას მყარი საფუძველი შეუქმნა მომავალი შემოქმედებისთვის, თუმცა დიდ ეკრანზე საკუთარი თავის საპოვნელად დამატებითი ნაბიჯების გადადგმა გახდა საჭირო. სწორედ ამიტომ, მან სწავლა ცნობილ სადრი ალიშიკის კულტურის ცენტრში განაგრძო, სადაც სამსახიობო ხელოვნების საიდუმლოებებს დაეუფლა.

  • "მე ვარ კავ­კა­სი­ე­ლი - გო­გო­ნა კავ­კა­სი­ი­დან“ - ამომავალი თურქი ვარსკვლავის, სინემ უნსალის გზა დიდი წარმატებისკენ

ტელეეკრანებზე ეჯე ერთემის დებიუტი 2014 წელს შედგა, რასაც მოჰყვა როლების სერია, რომელმაც მისი სამსახიობო დიაპაზონი სრულად გამოავლინა. მაყურებლისთვის ის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახდა რეიტინგული პროექტებიდან. სერიალში „ახალი პატარძალი“ (Yeni Gelin) შესრულებულმა ესმას სახემ მას საყოველთაო სიყვარული და აღიარება მოუტანა. მოგვიანებით, მან თავი დაიმკვიდრა პოპულარულ რომანტიკულ კომედიაში „ბატონი არასწორი“ (Bay Yanlış), სადაც გიზემ სეზერის როლი მოირგო, ხოლო ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ დრამაში „შინდისფერი სიროფი“ (Kızılcık Şerbeti) რუმეისას პერსონაჟით კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი დრამატული შესაძლებლობები.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მას საზოგადოება ძირითადად წარმატებულ ტელესერიალებში შესრულებული როლებით იცნობს, ეჯე ერთემი არასოდეს ივიწყებდა საკუთარ პირველ სიყვარულს - მუსიკას. მას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი უდიდესი პროფესიული ოცნება და მიზანია ამ ორი სტიქიის, მუსიკისა და თეატრალური ხელოვნების სრულყოფილი სინთეზი. ის მიისწრაფოდა დიდი სასცენო მიუზიკლებისკენ, სადაც საკუთარი ხმითა და სამსახიობო ოსტატობით მაყურებელს სრულიად ახალი, დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.

irtem