"მაქვს ოჯახი, მყავს მეუღლე, რომელიც მიყვარს და რომელსაც ვუყვარვარ" - მშვენიერი მსახიობის ცხოვრება ეკრანს მიღმა - Marao

"მაქვს ოჯახი, მყავს მეუღლე, რომელიც მიყვარს და რომელსაც ვუყვარვარ" - მშვენიერი მსახიობის ცხოვრება ეკრანს მიღმა

2026-07-17 16:47:26+04:00

ანა ჯავახიშვილის "უცნობი მხარე"

– ვინ არის ანა ჯავახიშვილი?

ანა ჯავახიშვილი: ემოციური ადამიანი.

– როგორია შენთვის საოცნებო ცხოვრება?

– რთულია თქმა, მაგრამ ალბათ, რაც არ გვაქვს, ის გვგონია საოცნებო. რეალურად, ხუთი წლის ანასთვის რომ მეკითხა, როგორი იყო მისი საოცნებო ცხოვრება, იმ ცხოვრებას აღწერდა, რომელიც დღეს მაქვს. ჩემი ყოველდღიურობა სრულიად მაკმაყოფილებს და ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს არის საოცნებო.

მაქვს ოჯახი, მყავს მეუღლე, რომელიც მიყვარს და რომელსაც ვუყვარვარ, ვაკეთებ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. ჰიპოთეტურ ოცნებებზე ფიქრი, მგონია, რომ არ უხდება ჩვენს მენტალურ მდგომარეობას. მილიონი რომ მქონდეს, იახტა და ასე შემდეგ – ასეთი აზრებით არ ვიღლი თავს.

ana-javakhishvili

– რა მიგაჩნია შენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ყველაზე დიდ გამარჯვებად ადამიანად დარჩენა მიმაჩნია და გადამწყვეტ მომენტში მიგრძნია, რომ ეს მოვახერხე – არ გავაკეთე ისეთი რამეები, რაც არ იყო საჭირო. ყოველთვის ვახერხებ სიტუაციას ცივი გონებით შევხედო. რაც შეეხება დიდ მარცხს, ჯერ ასეთი არ მქონია...

– რა გსმენია საკუთარ თავზე გამორჩეულად სასიამოვნო და ისეთიც, რამაც გული გატკინა?

– ხშირად მესმოდა, რომ მშრომელი ბავშვი ვიყავი და ეს ყოველთვის მახარებდა. თეატრალურში სწავლის პროცესიდან მოყოლებული დღემდე, როცა მეტყვიან ხოლმე, რომ კარგად გამომივიდა რაღაც და შემაქებენ, ძალიან მიხარია და ორმაგი სტიმული მეძლევა.

რამაც გული მატკინა? ასეთი არ მახსენდება, მაგრამ ისე უცხოებისგან მსმენია, რომ სანამ გაგიცნობდი, ცოტა ცივი და „სწერვა“ მეგონე და გაცნობის შემდეგ შემეცვალა შენზე წარმოდგენაო. სულ მიკვირს ხოლმე, რატომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება შორიდან.

ana-javakhishvili

– რისი გაკეთება გიყვარს?

– პირველ რიგში, ფილმის ყურება. ალბათ, ათი წელია, ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა დღე, რომ ფილმი არ მეყურებინა. ეს ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელი რიტუალივითაა. ასევე, ძალიან მიყვარს საჭმლის მზადების პროცესი. თითქმის არასდროს არ მეზარება საყვარელი ადამიანებისთვის რამის მომზადება. სახლური ფუსფუსი ძალიან სასიამოვნოა. ასევე, ძალიან მიყვარს ზღვის სანაპიროზე წოლა, როცა ამის დრო მაქვს.

წაიკითხეთ სრულად