ზაფხულის არდადეგები ოჯახთან ერთად: ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე პატარა დამიანესთან ერთად - Marao

ზაფხულის არდადეგები ოჯახთან ერთად: ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე პატარა დამიანესთან ერთად

2026-07-19 11:51:17+04:00

ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულის არდადეგებს ოჯახთან ერთად ატარებს - მან კადრები ოჯახური ფოტოალბომიდან სოციალურ ქსელშიც გააზიარა - როგორც ყოველთვის, კვარაცხელიების ოჯახი დიდ სიყვარულსა და მოწონებას იმსახურებს. 

nita

kvara

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე 

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.

  • კვარას და ნიცას დაუვიწყარი მომენტი გუშინდელი საღამოდან: ვარსკვლავური წყვილი კანიე უესტის კონცერტზე

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა.  წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.

ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. ამჟამად კი ოჯახი პარიზში ცხოვრობს. 

  • "გამორჩეული სახელითა და გარეგნობით" - ვინ არის ნიცა თავაძის და, რომელიც ყოველთვის მის გვერდითაა

შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.