უმშვენიერესი ტელეწამყვანის ულამაზესი ოჯახი: ლიკუნა ქორქია მეუღლესა და შვილთან ერთად - Marao

უმშვენიერესი ტელეწამყვანის ულამაზესი ოჯახი: ლიკუნა ქორქია მეუღლესა და შვილთან ერთად

2026-07-19 14:20:01+04:00

ტელეწამყვანი ლიკუნა ქორქია ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. ლიკუნას მეუღლე ბიზნესმენი გიორგი ასლამაზიშვილია. წყვილს ერთი შვილი, დუდა ჰყავს. 

ლიკუნა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, თუმცა პატარას ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს. ამჯერად მან ოჯახური კადრები გააზიარა, რომელმაც უამრავი მოწონება დაიმსახურა. 

likuna

ლიკუნა ქორქიას ოჯახი და კარიერა

ლიკუნა ქორქია ცნობილი ქართველი მოდელი და ტელეწამყვანია, რომელიც საზოგადოებაში თავისი სილამაზით, დახვეწილი სტილითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. მისი კარიერა მედიასა და მოდის სფეროში წლების განმავლობაში წარმატებით ვითარდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის უფრო მეტად იცავს პირად სივრცეს, ნაკლებად ჩნდება კამერების წინ და მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობით შემოიფარგლება. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლიკუნა ქორქიამ მეორედ იქორწინა. მისი რჩეული ბიზნესმენი გიორგი ასლამაზაშვილია.

  • "ძალიან გაფასებ, ჩემი გული ახლა და სამუდამოდ შენ გეკუთვნის" - ლიკუნა ქორქიას ემოციური წერილი მეუღლეს

"დიახ, გი­დას­ტუ­რებთ, რომ და­ვო­ჯახ­დი. ჩემი მე­უღ­ლე გი­ორ­გი ას­ლა­მა­ზიშ­ვი­ლია. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან ახა­ლია, ვფიქ­რობ, ჩემს გარ­შე­მო ბევ­რი თქვენ­გან გა­ი­გებს ამ ამ­ბავს. ძა­ლი­ან კარ­გად ვარ, ბედ­ნი­ე­რად, მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ თავს. რაც მთა­ვა­რია ძა­ლი­ან კარ­გად ვართ, ბედ­ნი­ე­რად და კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს და მრა­ვალ­ფე­რო­ვანს გავ­ხდით ერ­თად ჩვენს ცხოვ­რე­ბას", - თქმა ლიკუნამ AMBEBI.GE-ისთან კომენტარში.

წყვილი ცოტა ხნის წინ ვაჟის მშობლები გახდნენ. პატარას დუდა დაარქვეს.

ლიკუნა ქორქია ფართო საზოგადოებამ პირველად ტელეეკრანებზე გამოჩენის შემდეგ გაიცნო. მისი კარიერა მოიცავდა როგორც ტელეწამყვანობას, ასევე მოდელობას. მისი და, ანუკი ქორქია, ასევე ცნობილია მედიის სფეროში, რაც კიდევ უფრო ზრდიდა დების მიმართ ინტერესს.​

  • უმშვენიერესი ანუკი ქორქიას იტალიური ვოიაჟი: კადრები ქალიშვილთან ერთად

ლიკუნა ქორქიას სტილი ხშირად განიხილება, როგორც ელეგანტური და დახვეწილი. მისი ფოტოები სოციალურ ქსელებში ხშირად იწვევს დადებით გამოხმაურებებს. ლიკუნა ხშირად მოგზაურობს, განსაკუთრებულად ზრუნავს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე და რჩევებს საკუთარი გამოცდილებიდან მეგობრებსაც უზიარებს.