„ზუსტად 19 წლის წინ ეს საოცარი ქალი ჩემი ცხოვრების პარტნიორი გახდა" - დავით და ანა იმედაშვილების ოჯახური ბედნიერება და ცხოვრება აშშ-ში - Marao

„ზუსტად 19 წლის წინ ეს საოცარი ქალი ჩემი ცხოვრების პარტნიორი გახდა" - დავით და ანა იმედაშვილების ოჯახური ბედნიერება და ცხოვრება აშშ-ში

2026-07-20 11:12:05+04:00

„ზუსტად 19 წლის წინ ეს საოცარი ქალი ჩემი ცხოვრების პარტნიორი გახდა.19 წელი ერთად - წარმატებების, მარცხისა და იმ გამოწვევის ფონზეც კი, რასაც ახალ ქვეყანაში ცხოვრების თავიდან დაწყება ჰქვია (მადლობა აშშ-ს). თითოეულ ეტაპზე ის ჩემ გვერდით დგას, ძალას მაძლევს და მახსენებს, რომ არასდროს დავნებდე. მადლობა ჩემი რწმენისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე მეტად რთული იყო. მიყვარხარ. გილოცავ 19 წლის იუბილეს, ჩემო სიყვარულო", - წერს სოციალურ ქსელში დავით იმედაშვილი მეუღლის, ანა იმედაშვილის შესახებ.

ana-imedashvili

ana-imedashvili

დავით და ანა იმედაშვილების ოჯახი

დავით იმედაშვილი 1979 წლის 23 აპრილს დაიბადა. 2004 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

  • როგორია დავით და ანა იმედაშვილების ამერიკული ცხოვრება

ცნობილი ნამუშევრებია  „ოცნების ქალაქი“ (2009) და „ვისი სული გსურს“ (2016). აგრეთვე არის ჰოლივუდური მძაფრსიუჟეტიანი თრილერის, „აგვისტოს 5 დღე“ აღმასრულებელი პროდიუსერი.

პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი - „ოცნების ქალაქი“, 2009 წელს გადაიღო. 2016 წელს მისი რეჟისურით ეკრანებზე ახალი რომანტიკული კომედია და ფენტეზი - „ვისი სული გსურს“ გამოვიდა.

2011 წელს იყო ქართულ-ამერიკული თრილერი ფილმის „აგვისტოს 5 დღე“ აღმასრულებელი პროდიუსერი, რომელშიც მონაწილეობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ენდი გარსია, ველ კილმერი, რუპერტ ფრენდი და სხვები.

  • "ყველა ადამიანი ბედნიერად უნდა ცხოვრობდეს თავის სამშობლოში, მაგრამ რადგან არ მოგვეცა ამის საშუალება, ამიტომ გადავწყვიტეთ ამერიკაში წამოსვლა" - ანნა იმედაშვილი, როგორც ემიგრანტი, მეუღლესა და შვილებთან ერთად

დავით იმედაშვილს 3 ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავს. ანა რეჟისორის რიგით მესამე ცოლია და წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავთ. „ის ის იყო კორონამ შემოგვიტია, ფორიაქი და ბრაზი მემატებოდა, რომ ანა მომადგა და მეუბნება: დავით, მოემზადე, მეოთხე შვილის მამა ხდებიო", - წერდა დათო იმედაშვილი სოციალურ ქსელში.