„ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი მთავარი მრჩეველი, ჩემი მთავარი გულშემატკივარი, ჩემი მესაიდუმლე, ჩემი იმედი, ჩემი ფავორიტი ადამიანი და, რაც მთავარია, ჩემი ქმარი, დღეს 38 წლის გახდა. ყველაზე ბედნიერი მინდა იყოს და ვიცი იქნება, იმიტომ, რომ ჩემს ხელშია“, - წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ნანკა გვარი და მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.

ნანკა გვარიშვილის ოჯახი და კარიერა
მომღერალ ნანკა გვარიშვილს ფართო აუდიტორია პროექტიდან "დიდი სცენა“ იცნობს. გოგონამ მომხიბვლელი გარეგნობითა და განსაკუთრებული მონაცემებით მალევე დაიპყრო როგორც ჟიურის, ისე მსმენელის გულიც. ნანკას მუსიკის მოსმენა სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმაზეა შესაძლებელი, თუმცა ეს მისი საქმიანობის ერთადერთი მიმართულება არ არის - ახალგაზრდა და მშვენიერი მუსიკოსი ასევე წარმატებული მსახიობია. მისი ხილვა კი მსურველებს თეატრის სცენაზე შეუძლიათ.
ბოლო დროს ნანკა იშვიათად ჩნდება ტელეეკრანებზე, თუმცა აქტიურია სოციალურ ქსელში. მსახიობი და მომღერალი ხშირად აქვეყნებს საკუთარ ჩანაწერებს, რჩევებსა და გამოცდილებას სხვადასხვა საკითხის შესახებ.
ბოლო დროს ნანკას საქმიანობაში საინტერესო სიახლეა - მას საავტორო რუბრიკა "მარტოობის 15 წუთი" აქვს. გადაცემას ცნობილი ადამიანები სტუმრობენ და სხვადასხვა საკითხის შესახებ წამყვანთან ერთად საუბრობენ. გადაცემის ნახვა Youtube-ზეა შესაძლებელი.
