ზაფხულის სეზონთან ერთად სოციალურ ქსელებში სანაპიროს ფოტოებიც მომრავლდა და თუ ბოლო დროს ინსტაგრამს გადაავლებდით თვალს, აუცილებლად შეამჩნევდით ერთ საერთო ტენდენციას - მსოფლიო და ქართველი ვარსკვლავები სულ უფრო ხშირად ირჩევენ მინიმალისტურ საცურაო კოსტიუმებს, რომლებიც მარტივი დიზაინით, დახვეწილი ფორმებითა და ბუნებრივი ფერებით გამოირჩევა.
ჰოლივუდის ცნობილი სახეები, მათ შორის კაილი ჯენერი, ჰეილი ბიბერი, ჯიჯი ჰადიდი, ელსა ჰოსკი და როზი ჰანტინგტონ-უიტლი, ამ ზაფხულს ხშირად ჩნდებიან საცურაო კოსტიუმებით, რომლებიც ზედმეტი დატვირთვის გარეშეა. მათი ლუქები აჩვენებს, რომ წელს ტრენდულია ელეგანტურობა.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს 90-იანი წლების შთაგონებით შექმნილი მოდელები, მაღალწელიანი ჭრები, ასიმეტრიული დიზაინი და ტექსტურული ქსოვილები. ფერებიდან კი ყველაზე ხშირად გვხვდება შოკოლადისფერი, კრემისფერი, ზეთისხილისფერი, თეთრი და კლასიკური შავი.
ამ ტენდენციას ქართველი მოდელებიც აქტიურად აჰყვნენ. თაკო ნაცვლიშვილი, ქეთი ჟღენტი, ნია წივწივაძე, მარიამ გველესიანი და ლიკუნა მეტრეველი ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებენ ზაფხულის ფოტოებს, სადაც სწორედ ასეთი სტილის საცურაო კოსტიუმებს ირგებენ. მათი ლუქები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სიმარტივე ყოველთვის აქტუალურია.
ამ ზაფხულის მთავარი გზავნილი მარტივია, მოდაშია ბუნებრივი სილამაზე, კომფორტი და მინიმალიზმი. სწორედ ამიტომ, ყველაზე ეფექტური პლაჟის ლუქები ხშირად ყველაზე მარტივიცაა.
კაილი ჯენერი


ჰეილი ბიბერი


როზი ჰანტინგტონ უიტლი



ელსა ჰოსკი



ჯიჯი ჰადიდი

თაკო ნაცვლიშვილი


ნია წივწივაძე


მარიამ გველესიანი



ლიკუნა მეტრეველი

