მომღერალი გიორგი ცხადაძე და სალომე ლემონჯავა ტელემაყურებელმა წლების წინ გაიცნო - სალომე ჟურნალისტია, გიორგი კი - მომღერალი და მსახიობი. გიორგის და სალომეს ერთი გოგონა, პატარა ნენე ჰყავთ, რომელიც მათ ოჯახურ კადრებში ხშირად ჩანს.
ცოტა ხნის წინ სალომეს დაბადების დღე ჰქონდა. ამ დღის აღსანიშნავად, გიორგიმ სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი გამოაქვეყნა.
"დღეს ჩემი სალომეს დღეა. გილოცავ, ბედნიერი იყავი სულ, ნენესთან და ჩემთან ერთად" - წერს გიორგი ცხადაძე.
სალომე ლემონჯავასა და გიორგი ცხადაძის ოჯახი
ულამაზეს ახალგაზრდა წყვილს, სალომე ლემონჯავასა და გიორგი ცხადაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. გიორგი მსახიობი და მუსიკოსია, სალომე კი - ჟურნალისტი. ის მაყურებელს არაერთი გადაცემის ეთერიდან მისალმებია და კამერებს მიღმაც ხშირად უმუშავია. სალომესა და გიორგის ერთი ქალიშვილი, უსაყვარლესი ნენე ცხადაძე ჰყავთ.
სალომე ლემონჯავა აფხაზეთიდან დევნილია. მძიმე გზა, რომელიც მისმა ოჯახმა გამოიარა, მას არ ახსოვს, რადგან მაშინ სულ ერთი წლის იყო.
აფხაზეთიდან დედასთან და და-ძმასთან ერთად წამოვიდა. მამა იქ დარჩა - ომის ვეტერანი იყო. სოხუმის დაცემამდე იქ იყო და იბრძოდა. შემდეგ, ისევე როგორც სხვა გადარჩენილები, იძულებული გახდა, იქაურობა დაეტოვებინა. იგი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.

გიორგი ცხადაძე მაყურებელმა პირველად „ერისიონის“ კლიპიდან „შატილის ასულო“ გაიცნო. მოგვიანებით მსახიობობა აირჩია და დღეს ახმეტელის თეატრში საქმიანობს. პარალელურად მღერის და მის მიერ შესრულებული სიმღერები მალევე იქცევა ხოლმე ჰიტებად.
გიორგი ცხადაძე ხონში დაიბადა. ოთხი წლის იყო, როცა ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, მაგრამ გიორგი ხშირად დადიოდა სოფელში ბაბუასთან.
გიორგისა და სალომეს სიყვარულის ისტორია ლამაზ ზღაპარს ჰგავს, ამ ზღაპრის მთავარი გმირი კი დღეს უკვე პატარა ნენეა. ნენე უკვე წარმატებით ითავსებს მშობლების პროფესიას - უყვარს სოციალურ ქსელებში გამომწერებთან საუბარი, ამასთან, შესანიშნავად მღერის და მისი ვიდეოები ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებს.