ყველაზე მარტივი და უსაფრთხო დიეტა - Marao

ყველაზე მარტივი და უსაფრთხო დიეტა

2013-07-05 15:30:10+04:00

როცა გახდომა გვინდა, უამრავ დიეტას მოვსინჯავთ ხოლმე, მაგრამ რომელიმე ერთზე შეჩერება, როგორც წესი, გვიჭირს. ბევრი ქალისთვის უპირატესი უსაფრთხო დიეტაა. დიეტოლოგი ელსპეტ სტიუარტი აშშ-დან განგვიმარტავს, დიეტური რაციონიდან რომელი კვებაა ყველაზე უსაფრთხო.

ელსპეტ სტიუარტმა უამრავი თანამედროვე დიეტა შეისწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ მათ შორის ყველაზე უსაფრთხო დიეტაა 5:2.

ამ დიეტის არსი მარტივია: კვირაში მხოლოდ 2 დღე უნდა შევამციროთ კალორიები 500-მდე, ხოლო დანარჩენი 5 დღე შეგიძლიათ ჩვეულებისამებრ იკვებოთ, მაგრამ არ გადააჭარბოთ 2 000 კალორიას.

საკვების ასეთი მოკლე შეზღუდვები ორგანიზმს აცილებს ზედმეტ ცხიმს და საშუალებას არ აძლევს, კვლავ აკრიფოს მარაგი. ამასთან, 2 დღე საკმარისია იმისათვის, რომ თირკმელმა და კუჭქვეშა ჯირკვალმა ამოისუნთქოს.

ასეთი დიეტის დაცვა ბევრად მარტივია, ვიდრე სხვა დანარჩენის. ასევე, სტიუარტმა დაადგინა, რომ დიეტა 5:2 ამცირებს დეპრესიის, მე-2 ტიპის დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

რომელი დიეტაა თქვენთვის ეფექტური?