2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მისი ახალგაზრდა ვარსკვლავისთვის, ლამინ იამალისთვის, ნამდვილი ტრიუმფით დასრულდა. 16-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთმა სანატრელი ტიტული კვლავ აღმართა, ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღების ცენტრში კი, იამალის ფენომენალურ თამაშთან ერთად, მისი პირადი ცხოვრებაც მოექცა.
ჩემპიონატის განმავლობაში, ტრიბუნებიდან თუ სოციალური ქსელებიდან, იამალის მთავარი გულშემატკივარი მისი შეყვარებული - ინეს გარსია (Inés García) გახლდათ. ვინ არის გოგონა, რომელმაც ესპანელი ვარსკვლავის გული დაიპყრო? გთავაზობთ ყველა საინტერესო დეტალს მისი ცხოვრებისა და მათი სიყვარულის ისტორიის შესახებ.

ლამინ იამალთან ურთიერთობამდე, ინეს გარსიას სოციალურ ქსელებში უკვე საკუთარი, საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავდა. ის ესპანელი მოდის, სილამაზისა და ცხოვრების წესის (lifestyle) ბლოგერია, რომელსაც ინსტაგრამსა და TikTok-ზე მილიონობით გამომწერი ადევნებს თვალს (მხოლოდ ინსტაგრამზე მისი აუდიტორია 3 მილიონს აჭარბებს).
ინესი გამომწერებს ხშირად უზიარებს:
მისი პოპულარობა მხოლოდ სოციალური ქსელებით არ შემოიფარგლება - გარსია თანამშრომლობს ცნობილ საერთაშორისო ბრენდებთან (მაგალითად, ტექნოლოგიურ გიგანტ Oppo-სთან) და ხშირად სტუმრობს გავლენიან ღონისძიებებს. 2025 წლის ნოემბერში ის Cosmopolitan España-ს Influencer Awards-ს დაესწრო, ხოლო მოგვიანებით ბარსელონაში გამართულ VI Woman Sport Awards-ზეც გამოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ინესის პროფესიული თუ პირადი ცხოვრება მუდმივ გადაფრენებსა და მოგზაურობას უკავშირდება, მან ჟურნალ Woman Madame Figaro-სთან ინტერვიუში მოულოდნელი აღიარება გააკეთა: მას ფრენის პანიკური შიში აქვს.
„ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ ფრენის კატასტროფულად მეშინია. ეს ორი რამ ერთმანეთს ნამდვილად არ ეთავსება,“ - იხსენებს ინფლუენსერი.
წყვილის გარშემო უამრავი მითი დადიოდა. ერთ-ერთი ყველაზე ვირუსული ჭორის თანახმად, ლამინმა და ინესმა ერთ-ერთ მაღაზიაში გაიცნეს ერთმანეთი, სადაც გოგონას საბანკო ბარათით გადახდა გაუქმდა და ფეხბურთელმა მისი შენაძენის საფასური თავად გადაიხადა.
ინესმა ეს ისტორია იუმორით უარყო და TikTok-ზე განმარტა:
„ძალიან მინდა, რამე გიჟური ისტორია მოგიყვეთ - მაგალითად, აეროპორტში შევხვდით, საბუთები დამივარდა და ასაღებად მოეშველა-მეთქი... მაგრამ არა. ჩვენ ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავეცანით.“
ინესის თქმით, მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ დაახლოებით 3 წლის წინ გაიცნეს, თუმცა ურთიერთობის დასაწყისში არ ჩქარობდნენ, დიდხანს ეკონტაქტებოდნენ დისტანციურად და ურთიერთობას დროს აძლევდნენ, სანამ პირისპირ შეხვდებოდნენ.
ინესმა ღიად ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად რთულია მისთვის საზოგადოების მხრიდან ასეთი დიდი ყურადღება და კრიტიკა, რაც ლამინ იამალთან ურთიერთობის გაოფიციალურებას მოჰყვა:
„ყველაზე ცუდი გადაჭარბებული საჯაროობაა - ის, რომ ყველას შეუძლია გაკრიტიკოს და ილაპარაკოს შენს ცხოვრებაზე ისე, რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდეს, რეალურად რა ხდება. ეს ჩემთვის საკმაოდ რთული გასამკლავებელია.“

თვეების განმავლობაში გავრცელებული ეჭვებისა და საბერძნეთში ერთობლივი დასვენების კადრების შემდეგ, წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად 2026 წლის გაზაფხულზე დაადასტურა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ინეს გარსია ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და იამალის ყველაზე ხმამაღალი ქომაგი იყო.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ინესის რეაქციამ, როდესაც FIFA-მ ფინალური მატჩის Halftime Show-ს შემსრულებლად ჯასტინ ბიბერი გამოაცხადა. როგორც ირკვევა, გარსია კანადელი მომღერლის დიდი თაყვანისმცემელია. მან ინსტაგრამზე ბიბერის პოსტი გააზიარა და იამალს ხუმრობით, თუმცა კატეგორიულად მიმართა:
„Mi amor haz lo que sea para llegar a la final. Me escuchas??? Lo que sea.“
„ჩემო სიყვარულო, ყველაფერი გააკეთე ფინალში გასასვლელად. გესმის ჩემი??? ყველაფერი!“
იამალმა საყვარელი გოგონას „დავალება“ პირნათლად შეასრულა - ესპანეთი ფინალშიც გავიდა და ჩემპიონიც გახდა.
მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლის გატანის შემდეგ, ინესმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა: „მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე 2 000 000%-ით დაიხარჯა და ის საიმედო ხელშია.“ თავად ლამინმა კი მატჩისშემდგომ ინტერვიუში DAZN-თან გამარჯვება ოჯახთან ერთად სწორედ ინესს მიუძღვნა: „გოლს ვუძღვნი დედაჩემს, ჩემს შეყვარებულს, მეგობრებსა და ყველას, ვინც სახლში, მატაროში მგულშემატკივრობდა.“

ლამინ იამალ ნასრაუი ებანა (Lamine Yamal Nasraoui Ebana) დაიბადა 2007 წლის 13 ივლისს ესპანეთში, კატალონიის ქალაქ ესპლუგეს-დე-ლიობრეგატში, თუმცა გაიზარდა როკაფონდაში (მატარო) - მუშათა კლასით დასახლებულ, მრავალკულტურულ უბანში.
მამა - მუნირ ნასრაუი (Mounir Nasraoui) - წარმოშობით მაროკოდანაა. იგი ახალგაზრდა ასაკში გადავიდა ესპანეთში. მუნირი ცნობილია შვილის აქტიური მხარდაჭერით და ხშირად ჩანს სოციალურ ქსელებსა თუ სტადიონზე.
დედა - შილა ებანა (Sheila Ebana) - წარმოშობით ეკვატორული გინეიდანაა. ის ოფიციანტად მუშაობდა, როდესაც ლამინი პატარა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ლამინის მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, როდესაც ის ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყო, ორისავემ უდიდესი როლი ითამაშა მის აღზრდასა და კარიერულ განვითარებაში.
2024 წელს ინტერნეტი დაიპყრო 2007 წელს გადაღებულმა ფოტომ, სადაც 20 წლის ლიონელ მესი აბანავებს ჩვილ ლამინ იამალს. ეს ფოტო გადაიღეს საქველმოქმედო კალენდრისთვის, რომელიც გაზეთ Diario Sport-ისა და UNICEF-ის ერთობლივი პროექტი იყო. იამალის ოჯახმა ლატარიაში გაიმარჯვა და ასე ხვდა წილად პატარა ლამინს მესისთან ფოტოსესიის შესაძლებლობა - რასაც დღეს ფეხბურთის ქომაგები „ისტორიულ კურთხევას“ უწოდებენ.

დღეს ლამინ იამალი „ბარსელონასა“ და მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ახალგაზრდა მოთამაშეა - იამალის ფიქსირებული წლიური ხელფასი „ბარსელონაში“ დაახლოებით €16.6 მილიონს, : კლუბიდან კვირაში დაახლოებით €320,000 იღებს. ინდივიდუალური (გოლები, ასისტები, „ოქროს ბურთი“) და გუნდური მიღწევების (ტიტულების მოგება) ბონუსების გათვალისწინებით, მისი წლიური შემოსავალი კლუბიდან შესაძლოა €30–40 მილიონამდე გაიზარდოს.

2024 წელს მან ხანგრძლივი (10-წლიანი) პარტნიორობა გააფორმა Adidas-თან, რაც წელიწადში დაახლოებით $3.4 მილიონს (სულ $34 მლნ) სძენს. მას ასევე აქვთ სარეკლამო კონტრაქტები ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორებიცაა OPPO, Beats by Dre, Powerade, Konami და American Eagle.
ფორბსისა (Forbes) და სპორტული ფინანსური ანალიტიკოსების შეფასებით, კლუბური ხელფასისა და სარეკლამო გარიგებების ჯამით, მისი საერთო წლიური შემოსავალი $40–43 მილიონს აღწევს