Round Lab - კანის მოვლის კორეული დერმატოლოგიური ბრენდი საქართველოშია - Marao

Round Lab - კანის მოვლის კორეული დერმატოლოგიური ბრენდი საქართველოშია

2026-07-22 10:11:41+04:00

PSP-ს K-Beauty-ს პორტფელს მსოფლიოში აღიარებული სამხრეთ კორეული დერმატოლოგიური ბრენდი Round Lab შეემატა. 

ბრენდმა უსაფრთხო, მაღალტექნოლოგიური და რაც მთავარია, ეფექტიანი ფორმულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. 

ქართველი მომხმარებელი Round Lab-ს უკვე კარგად იცნობს და ენდობა. ბრენდის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი კი უკვე წარმოდგენილია PSP-ს ქსელში, სადაც პირველწყაროდან  შეიძენთ ორიგინალ პროდუქციას და პერიოდულად ისარგებლებთ სპეციალური შეთავაზებებით. 

Round Lab - კანის ბზინვარების კორეული ფილოსოფია

Round Lab-ის ერთ-ერთი მთავარი გამორჩეული მახასიათებელია ე.წ. ingredient storytelling, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრენდის თითოეული ხაზი დაფუძნებულია კორეის კონკრეტული რეგიონის ბუნებრივ ინგრედიენტებზე. ეს ქმნის არა მხოლოდ ეფექტურ ფორმულებს, არამედ ძლიერ იდენტობას, სადაც ბუნება და მეცნიერება ერთმანეთთან ჰარმონიაშია.

ბრენდის პროდუქტები ფოკუსირებულია კანის ბარიერის გაძლიერებასა და ინტენსიურ დატენიანებაზე, ფორმულები ჰიპოალერგიულია, არ შეიცავს აგრესიულ კომპონენტებს და განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის, მათ შორის მგრძნობიარე კანისთვისაც.

Round Lab-ის თითოეული პროდუქტი შექმნილია კანის სხვადასხვა საჭიროების შესაბამისად:

psp 

კოლაგენის ხაზი

  • კოლაგენის ხაზი ორიენტირებულია კანის ელასტიურობისა და სიმკვრივის გაუმჯობესებაზე და ეხმარება კანს უფრო ჯანსაღი და „შევსებული“ იერის დაბრუნებაში. 

psp

სახის კრემი ნიაცინამიდით 

  • ნიაცინამიდის ხაზის მთავარი ფუნქციაა კანის ტონის გათანაბრება, პიგმენტაციის შემცირება და ცხიმის წარმოქმნის დარეგულირება, რაც მას უნივერსალურ გადაწყვეტად აქცევს ყოველდღიურ რუტინაში.

psp 

მზისგან დამცავი

  • მზის დამცავი პროდუქტები უზრუნველყოფს ფართო სპექტრის დაცვას UVA/UVB სხივებისგან, აქვთ მსუბუქი ტექსტურა და არ ტოვებს თეთრ კვალს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოველდღიური კომფორტისთვის.

 psp

ავშანის (კორეული აბზინდის) ხაზი 

  • ავშანის (კორეული აბზინდის) ხაზი კი ამშვიდებს მგრძნობიარე და გაღიზიანებულ კანს. კორეული აბზინდა არის ინგრედიენტი, რომელიც დერმატოლოგიაში ანთების საწინააღმდეგო, სიწითლის შესამცირებლად, კანის ბარიერის გაძლიერებისა და სწრაფი აღდგენისთვის გამოიყენება. 

Round Lab არის K-Beauty-ს ინოვატორი ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია გრძელვადიან შედეგსა და კანის ბარიერის დაცვაზე. აღმოაჩინეთ პროდუქტები ბმულზე. 

R