"რასაკვირველია, ის ხმა და მისი სიძლიერე აღარ მაქვს" - როგორი იყო ნანი ბრეგვაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო: ცოცხალი ლეგენდა, ოჯახი და მიმართვა ხალხს - Marao

"რასაკვირველია, ის ხმა და მისი სიძლიერე აღარ მაქვს" - როგორი იყო ნანი ბრეგვაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო: ცოცხალი ლეგენდა, ოჯახი და მიმართვა ხალხს

2026-07-22 11:53:43+04:00

ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ნანი ბრეგვაძეს 21 ივლისს 90 წელი შეუსრულდა. ამ მნიშვნელოვან ტარიღთან დაკავშირებით „შატო მუხრანის“ სივრცეში მისი საიუბილეო საღამო გაიმართა. 

ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელი და ორიგინალური ვერსიების ავტორი ნიკოლოზ რაჭველი იყო, მუსიკალური პროგრამის კონცეფციის ავტორი და პროდიუსერი მარინა ბერიძე, სცენარისტი და კრეატიული პროდიუსერი, თეონა ჯორბენაძე.

  • "ძალიან წყნარად დავტოვე სცენა, გული კი აღარ მწყდება იმიტომ, რომ..." - ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის ინტერვიუ

საღამოს ნანი ბრეგვაძის გვერდით იყვნენ მუსიკოსები: ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძ, კორძი, გიორგი ცაგარელი, სტეფანე, ბექა გოჩიაშვილი, ლასა დეისაძე, ნიკალა ზუბიაშვილი. მათ ნანი ბრეგვაძის ყველაზე ცნობილი და ყველასთვის საყვარელი კომპოზიციები გააცოცხლეს. 

მუსიკალურ ნომრებთან ერთად, სტუმრებს სიტვით მიმარტეს თავად ნანი ბრეგვაძემ და მისი ოჯახის წევრებმაც. 

„თითოეული თქვენგანი არის განსაკუთრებული ჩვენთვის და ჩვენი ოჯახისთვის. ძალიან ამაღელვებელი დღეა და ეს არ გაგიკვირდებათ - ეს დღე ეხება ჩემს საყვარელ ადამიანს, ნანის, მისი ასაკიც არ არის სახუმარო", - აღნიშნა ნატალია ქუთათელაძემ. 

"ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას. რასაკვირველია, ის ხმა და მისი სიძლიერე აღარ მაქვს. მინდოდა, რომ გესიამოვნათ დღევანდელი დღით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის“,  - თქვა ნანი ბრეგვაძემ. 

bregvadze

ნანი ბრეგვაძის განვლილი გზა

ნანი ბრეგვაძე დაიბადა 1936 წლის 21 ივლისს, თბილისში. მამა – გიორგი ეფრემის ძე ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა ალექსანდრეს ასული მიქელაძე ცნობილ დიდგვაროვანთა ოჯახიდან.

მუსიკალური სკოლისა და ტექნიკუმის დასრულების შემდეგ, ის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი გახდა ფორტეპიანოს კლასით, რომელიც 1961 წელს დაამთავრა.

  • "სცენაზე ვარსკვლავი ხარ, მაგრამ სახლში - უბრალოდ დედა და ბებია" - ნანი ბრეგვაძის ოჯახური პორტრეტი

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს მოსკოვში, “ახალგაზრდობის და სტუდენტთა VI საერთაშორისო ფესტივალზე” შედგა მისი პირველი გამოსვლა, მომღერლის რანგში, სიმღერით “ჩავაქრე სანთელი” ნანი გრეგვაძემ ლაურეტის წოდება მოიპოვა. 1959-1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი.

1964 წელს პირველად გამოვიდა მსოფლიო მნიშვნელობის დარბაზ ‘ოლიმპიაში’,მოსკოვის მიუზიქ-ჰოლთან ერთად გასტროლის ფარგლებში, სადაც ორი თვის განმავლობაში მღეროდა. ამ მოვლენამ საბოლოოდ განსაზღვრა ნანი ბრეგვაძის, როგორც მომღერლის ბედი. პარიზიდან დაბრუნებული ნანი მიიწვიეს ანსამბლ “ორერაში”, სადაც 15 წელი ითანამშრომლა. 1980 წლიდან ნანი ბრეგვაძე სოლო კარიერას იწყებს. ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოგზაურობს.

ბრეგვაძის საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ლირიზმი, იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. ასრულებს როგორც ქართულ ისე ყოფილ სსრკ ხალხთა და საზღვარგარეთის ქვეყნების სიმღერებს. წარმატებით გამოდის ყოფილ სსრკ ქალაქებსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

bregvadze

ახმოვანებდა ფილმებს და თავადაც გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ ფილმში: „ორერა, სრული სვლით!“ (კამეო, რეჟ. ზაალ კაკაბაძე, 1970), „სამკაული სატრფოსთვის“ (აიშა, რეჟ. თენგიზ აბულაძე, 1971), „მე, პელეს ნათლია!“ (მაკა, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი (უმცრ.), 1991), „სიყვარული აქცენტით“ (რეჟ. რეზო გიგინეიშვილი, 2012), „მხატვრის მუზები“ (რეჟ. შოთა კალანდაძე, 2014, მხატვრულ-დოკუმენტური) და სხვა.

2000 წელს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა ნანი ბრეგვაძის სახელობის ვარსკვლავი.

2023 წელს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში," Sea Breeze"-ის დიდების ხეივანში გაიხსნა ნანი ბრეგვაძის ვარსკვლავი.