მერაბ ნინიძე იოსებ სტალინის როლში - ქართველი მსახიობი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით და მორიგი წარმატება - Marao

მერაბ ნინიძე იოსებ სტალინის როლში - ქართველი მსახიობი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით და მორიგი წარმატება

2026-07-22 14:03:03+04:00

ქართველი მაყურებლისთვის კარგად ცნობილი და საყვარელი მსახიობი, მერაბ ნინიძე, მორიგი მასშტაბური საერთაშორისო პროექტის ცენტრშია. მან მიიღო იოსებ სტალინის როლი ახალ ისტორიულ დრამაში „მშვიდობის ფასი“, რომლის გადაღებებიც ამ კვირაში ლონდონში ოფიციალურად დაიწყო.

სურათი მოგვითხრობს კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ მომენტზე, 1945 წლის პოტსდამის კონფერენციაზე (17 ივლისი - 2 აგვისტო). ბერლინის მახლობლად გამართულ ამ შეხვედრაზე მსოფლიო ლიდერები შეიკრიბნენ, რათა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ახალი გადანაწილება და მომავალი გადაეწყვიტათ.

ფილმი ასახავს იმ დაძაბულ დიპლომატიურ კულისებსა და ისტორიულ მოვლენებს, როდესაც, ამერიკის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა პირველად შეიტყო „სამების ტესტის“ (ბირთვული იარაღის წარმატებული გამოცდის) შესახებ და სტალინს ახალი სუპერიარაღის შექმნაზე აცნობა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა კონფერენციის მიმდინარეობისას საყოველთაო არჩევნები წააგო, პოსტი დატოვა და ის კლემენტ ატლიმ ჩაანაცვლა

ფილმის რეჟისორია ოსკარზე ნომინირებული სცენარისტი და რეჟისორი ენტონი მაკკარტენი, რომელსაც ეკუთვნის ისეთი აღიარებული ბიოგრაფიული და ისტორიული ჰიტები, როგორებიცაა „ყველაზე ბნელი საათი“, „ყველაფრის თეორია“, „ბოჰემური რაფსოდია“ და „ორი პაპი“.

მერაბ ნინიძესთან ერთად ფილმში ჰოლივუდისა და ბრიტანული კინოს წამყვანი მსახიობები მონაწილეობენ:

  • გაი პირსი - ჰარი ტრუმენის როლში
  • ჯარედ ჰარისი - უინსტონ ჩერჩილის როლში
  • მერაბ ნინიძე - იოსებ სტალინის როლში
  • სამსახიობო გუნდს ასევე შეუერთდნენ მია ტრიპლტონი და დენი ჰიუსტონი.

ფილმის ეკრანებზე გამოსვლა 2027 წელს არის მოსალოდნელი.

merab-ninidze

  • 7 ქართველი ვენეციის კინოფესტივალზე - ვინ და როგორ ესწრებოდა პრესტიჟულ ღონისძიებას 

მერაბ ნინიძე

ხელოვნების მოყვარულთა ოჯახში დაიბადა და მისი კინოსადმი ინტერესი არავის გაჰკვირვებია. მისი ბაბუა, სერგო ახალაძე, თეატრის რეჟისორი იყო, მერაბის ბავშვობა კი სცენის მტვრით იყო გაჟღენთილი. ბებია, ზეინაბ ღოღობერიძე, მუსიკის მასწავლებელი იყო და მუსიკას გააცნო, შემდეგ კი შვიდი წელი გააგრძელა კლასიკური მუსიკის შესწავლა.

 მერაბი 1972-1982 წლებში სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. ცამეტი წლის მერაბმა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში შექსპირის რიჩარდ III-ის პრინც ედუარდის როლზე გაიარა აუდიენცია, რომლის რეჟისორი რობერტ სტურუა იყო და პრემიერა  1979 წელს შედგა. სპექტაკლს დიდი წარმატება ჰქონდა, სამჯერ მოიარა დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ფესტივალი.

merab-ninidze

  • ნინო კასრაძისა და მერაბ ნინიძის მეგობრობის ისტორია ეკრანზე და ეკრანს მიღმა: "ჩვენ ახალგაზრდობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ძალიან საინტერესო ურთიერთობა გვქონდა..." 

1982 წლიდან 1985 წლამდე სწავლობდა სამსახიობო ფაკულტეტზე შოთა რუსთაველის თეატრსა და  კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გიზო ჟორდანიას კლასში. მოგვიანებით კი ის რუსთაველის თეატრის დასს შეუერთდა. 

ნინიძის პირველი კინო როლი იყო თენგიზ აბულაძის 1984 წლის ფილმში „მონანიება“, რაც, ალბათ ქართველი მაყურებლისთვის დაუვიწყარი სურათია. ფილმმა კანის მე-40 კინოფესტივალზე სამი პრიზი მოიპოვა, მათ შორის, ჟიურის მთავარი პრიზი.

მერაბის კარიერა წარმატებით ვითარდებოდა, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო, რასაც მისი ემიგრაცია მოჰყვა.